https://sputnik-georgia.com/20220413/latvieli-profesorebis-gatacena-tbilissi-taqsists-brali-warudgines-265964895.html
ლატვიელი პროფესორების გატაცება თბილისში: ტაქსისტს ბრალდება წარუდგინეს
ლატვიელი პროფესორების გატაცება თბილისში: ტაქსისტს ბრალდება წარუდგინეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
2022-04-13T20:05+0400
2022-04-13T20:05+0400
2022-04-13T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263265608_19:0:2346:1309_1920x0_80_0_0_86652ebe2213448aebc773a6dd0a91d4.jpg
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.ინციდენტი 11 აპრილს მოხდა. დაზუსტებული ინფორმაციით, ორი პროფესორი ლატვიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსიში ჩაჯდა და თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში წაყვანა ითხოვა. 29 წლის ტაქსის მძღოლმა მგზავრებს 200 ლარი მოსთხოვა. როდესაც ლატვიელებმა მას უარი უთხრეს, მძღოლმა, იმის ნაცვლად, რომ ისინი საჭირო ადგილზე მიეყვანა, კახეთის მიმართულებით, გომბორის გადასახვევთან წაიყვანა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.ტაქსის მძღოლს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ). მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ტაქსისტი თბილისში ლატვიის მოქალაქეებს ფულს სძალავდა >>საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263265608_310:0:2055:1309_1920x0_80_0_0_25b68cbad2ca192a77fc43d20c7fe3e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლატვია პროფესორები გატაცება თბილისი ტაქსისტი ტაქსი მძღოლი ბრალდება წარდგენა
ლატვია პროფესორები გატაცება თბილისი ტაქსისტი ტაქსი მძღოლი ბრალდება წარდგენა
ლატვიელი პროფესორების გატაცება თბილისში: ტაქსისტს ბრალდება წარუდგინეს
20:05 13.04.2022 (განახლებულია: 22:48 13.04.2022) პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ინციდენტი 11 აპრილს მოხდა. დაზუსტებული ინფორმაციით, ორი პროფესორი ლატვიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსიში ჩაჯდა და თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში წაყვანა ითხოვა. 29 წლის ტაქსის მძღოლმა მგზავრებს 200 ლარი მოსთხოვა. როდესაც ლატვიელებმა მას უარი უთხრეს, მძღოლმა, იმის ნაცვლად, რომ ისინი საჭირო ადგილზე მიეყვანა, კახეთის მიმართულებით, გომბორის გადასახვევთან წაიყვანა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ტაქსის მძღოლს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ). მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.