ტაქსისტი თბილისში ლატვიის მოქალაქეებს ფულს სძალავდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტაქსი
ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
გამოწერა
დაზარალებულები გამოკითხვაზე ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ორი ლატვიელი პროფესორი თბილისში ჩამოსვლისთანავე თაღლითი ტაქსის მძღოლის მსხვერპლი გახდა.
ინციდენტი 11 აპრილს მოხდა. მასმედიის ინფორმაციით, ორი პროფესორი ლატვიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსიში ჩაჯდა და თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში წაყვანა ითხოვა.

ტაქსის მძღოლმა მგზავრებს 200 ლარი მოსთხოვა. როდესაც ლატვიელებმა მას უარი უთხრეს, მძღოლმა, იმის ნაცვლად, რომ ისინი საჭირო ადგილზე ჩამოესვა, კახეთის მიმართულებით წაიყვანა და გომბორის გადასახვევთან ჩამოსვა.

ტელეარხ „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მასმედიის ინფორმაციით, გამოძიება „გამოძალვისა“ და „თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ მუხლებით მიმდინარეობს.
დაზარალებულები ვაზიანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინციდენტზე კომენტარი შსს-ში ჯერ არ გაუკეთებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0