https://sputnik-georgia.com/20220411/turizmi-2019-wlis-macveneblebs-ubrundeba-265897533.html
ტურიზმი საქართველოში 2019 წლის მაჩვენებლებს უბრუნდება
ტურიზმი საქართველოში 2019 წლის მაჩვენებლებს უბრუნდება
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ტურიზმი ქვეყანაში 80–90%-ით აღდგა. 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T17:36+0400
2022-04-11T17:36+0400
2022-04-11T21:51+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264556537_0:173:3026:1875_1920x0_80_0_0_0a75d172357b634f97bddf1710071d10.jpg
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოში ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე, მაშინ, როდესაც 2019 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის აღდგენის როლზე საქართველოს ეკონომიკაში ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.ხუციშვილის განცხადებით, ტურიზმის ზრდა ეკონომიკურ ზრდაზეც აისახა, რომელმაც იანვარი–თებერვალში 16,3% შეადგინა, ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.„იმ შემთხვევაში, თუ სცენარი სწორედ ამ ტემპით განვითარდება, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან, რა პარამეტრებიც გვაქვს ბიუჯეტში ჩადებული გასული წლის ბოლოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.საიდან შემოვიდა ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი: მარტის მონაცემები>>ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმთან ერთად, ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდამ და ფულადმა გადმორიცხვებმა.შემოსავლებმა ტურიზმიდან 2021 წელს 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სულ 2021 წელს საქართველოში განხორციელდა დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი, რაც 2020 წლის მონაცემზე 45,1%-ით მეტია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი მაჩვენებლები აღდგენილია 31%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264556537_149:0:2878:2047_1920x0_80_0_0_4987c057306b4e14d5c410f8c3d5cc1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ტურიზმი საქართველოში 2019 წლის მაჩვენებლებს უბრუნდება
17:36 11.04.2022 (განახლებულია: 21:51 11.04.2022) მთავრობის მეთაურის განცხადებით, ტურიზმი ქვეყანაში 80–90%-ით აღდგა.
თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოში ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.
ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე, მაშინ, როდესაც 2019 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ პერიოდს, თითქმის 80-90%-ით არის აღდგენილი, 2019 წელთან შედარებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტურიზმის აღდგენის როლზე საქართველოს ეკონომიკაში ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ხუციშვილის განცხადებით, ტურიზმის ზრდა ეკონომიკურ ზრდაზეც აისახა, რომელმაც იანვარი–თებერვალში 16,3% შეადგინა, ეს კი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
„იმ შემთხვევაში, თუ სცენარი სწორედ ამ ტემპით განვითარდება, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით იმ პარამეტრებთან, რა პარამეტრებიც გვაქვს ბიუჯეტში ჩადებული გასული წლის ბოლოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.
ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმთან ერთად, ხელი შეუწყო ექსპორტის ზრდამ და ფულადმა გადმორიცხვებმა.
შემოსავლებმა ტურიზმიდან 2021 წელს 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სულ 2021 წელს საქართველოში განხორციელდა დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი, რაც 2020 წლის მონაცემზე 45,1%-ით მეტია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი მაჩვენებლები აღდგენილია 31%-ით.