https://sputnik-georgia.com/20220407/saidan-shemovida-yvelaze-meti-turisti-martis-monacemebi-265821889.html
საიდან შემოვიდა ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი: მარტის მონაცემები
საიდან შემოვიდა ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი: მარტის მონაცემები
Sputnik საქართველო
კორონავირუსის პანდემიამდე ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც მისი აღდგენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 07.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-07T18:50+0400
2022-04-07T18:50+0400
2022-04-07T22:06+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264986640_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_237d61f43887ebf343b0828cafd5929b.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. 2022 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 266,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.მარტში საქართველომ 211,5 ათასი ტურისტი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 34,1%-ს შეადგენს.უწყების ცნობით, მარტში ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 159,2 ათასი ტურისტული იყო, რაც 2021 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით 211%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ტურისტების ნაკადი 48,5%-ით არის აღდგენილი.მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა – 42,4 ათასი, რაც 109,6%-ით მეტია 2021 წლის მარტთან შედარებით და 43,6%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურიზმის როლიკორონავირუსის პანდემიამდე ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც მისი აღდგენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.2021 წლიდან ტურიზმის აქტიური აღდგენა დაიწყო – საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 45,1%-ით მეტია.2021 წელს ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავალმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20220325/unwto-prognozi-265509525.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264986640_339:0:3000:1996_1920x0_80_0_0_e54e3ee6a55020b09262eb85b2faa6c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ეკონომიკა, ახალი ამბები
საიდან შემოვიდა ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი: მარტის მონაცემები
18:50 07.04.2022 (განახლებულია: 22:06 07.04.2022) კორონავირუსის პანდემიამდე ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც მისი აღდგენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. 2022 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 266,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.
მარტში საქართველომ 211,5 ათასი ტურისტი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 34,1%-ს შეადგენს.
უწყების ცნობით, მარტში ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 159,2 ათასი ტურისტული იყო, რაც 2021 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით 211%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ტურისტების ნაკადი 48,5%-ით არის აღდგენილი.
მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა – 42,4 ათასი, რაც 109,6%-ით მეტია 2021 წლის მარტთან შედარებით და 43,6%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კორონავირუსის პანდემიამდე ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც მისი აღდგენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა.
ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წლიდან ტურიზმის აქტიური აღდგენა დაიწყო – საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 45,1%-ით მეტია.
2021 წელს ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავალმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.