https://sputnik-georgia.com/20220411/saeklesio-kalendari-11-aprili-265876649.html
საეკლესიო კალენდარი: 11 აპრილი
საეკლესიო კალენდარი: 11 აპრილი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აპრილს მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების, ღირსი იოანე მეუდაბნოის, წმ. ევსტათი... 11.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-11T09:00+0400
2022-04-11T09:00+0400
2022-04-11T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24862/35/248623527_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_f58c19f5bb865dac81b196c704ff2bfc.jpg
„Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.არეთუსიელ ეპისკოპოსი მარკოზი და კირილე დიაკონისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების ხსენების დღეა.წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (+361-363) დროს.მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ წმიდა მარკოზზე.მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აპრილს მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების, ღირსი იოანე მეუდაბნოის, წმ. ევსტათი აღმსარებელის, ბითვინიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.„Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.არეთუსიელ ეპისკოპოსი მარკოზი და კირილე დიაკონისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების ხსენების დღეა.წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (+361-363) დროს.მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ წმიდა მარკოზზე.მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე.მოხუცი ბერი დიდხანს აწამეს, თმები დააგლიჯეს, მიწაზე ათრიეს, ჭაობში ჩააგდეს, დანით დასერეს. წარმართები წმიდა ეპისკოპოსისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. შემდეგ თაფლი და ქონი წაუსვეს ტანზე. მოწამეს ფუტკრების გუნდი დაესია.წმიდა ბერი ტკივილებს ვერ გრძნობდა, უფალი სასწაულებრივად იცავდა თავის ერთგულ მღვდელმთავარს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა მტანჯველებს.არეთუსიის მცხოვრებლებმა ეპისკოპოსი გაანთავისუფლეს. განთავისუფლებულმა მარკოზმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მარკოზის წამებაზე მოგვითხრობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველისაკერპოების ნგრევისთვის შეიპყრეს და წამებით ამოხადეს სული წარმართებმა წმიდა კირილეს ილიოპოლელ დიაკონს.იმ ხანებში ასკალონსა და ღაზაში კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა.იოანე მეუდაბნოესაეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი ღირსი იოანე მეუდაბნოეს (IV) ხსენების დღეა.იოანე მეუდაბნოე ქრისტიანთა დევნის დროს ღვთისმოსავი ქვრივი იულიანა მცირეწლოვან შვილებთან, იოანესა და თემესტიასთან ერთად ემალებოდა წარმართებს. დედა შვილებს ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვას ასწავლიდა. დროდადრო ყრმა იოანე დადიოდა ახლომდებარე მონასტერში. ერთხელ იოანეს ერთმა ქრისტიანმა ურჩია ლოცვისთვის უფრო განმარტოებული ადგილი მოეძებნა. შვილი დედას გამოეთხოვა, მეუდაბნოე თარმუნისთან წავიდა და მისი კურთხევით უდაბნოში განმარტოვდა. ახალგაზრდა მოღვაწემ უდაბნოში ქვეწარმავლებით სავსე დამშრალი ჭა იპოვა, ილოცა და შიგ ჩავიდა. ჭის ფსკერზე უსმელ-უჭმელმა ლოცვაში გაატარა ორმოცი დღე. შემდეგ ახალგაზრდა მეუდაბნოეს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. ბოროტი სულები ღებულობდნენ დედის, დის, ნათესავების, ნაცნობების სახეს და ევედრებოდნენ ჭიდან ამოსულიყო. ამ დროს წმიდა იოანე ლოცულობდა და ბოროტი სულებიც ქრებოდნენ.ღირსი იოანე სიცოცხლის ბოლომდე ჭაში იჯდა. მასთან ანგელოზებს მოჰქონდათ საზრდელი. მისი სიკვდილი გამოეცხადა ბერ ხრისიხს, რომელიც ოცდაათი წელი ცხოვრობდა უდაბნოში. გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანეს მოღვაწეობის ადგილას მრავალი სასწაული აღესრულა.ევსტათი ბითვინიელისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი წმიდა ევსტათი ბითვინიელის (IX) ხსენების დღეა.ევსტათი ბითვინიელი ყველაზე დიდ სათნოებად უფლისადმი გამუდმებულ ლოცვას მიიჩნევდა. სიმდაბლით, სიბრძნით, უდიდესი რწმენით, მოყვასისადმი სიყვარულით და სათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი ბითვინიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მრავალი წელი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს. ხატმებრძოლობის ერესის ბატონობის დროს წმიდა ევსტათი უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს. წმიდა მამა იმპერატორთან დაასმინეს და შეიპყრეს, შემდგომ კი გადაასახლეს.სამი წლის დევნულობის შემდეგ წმიდა ევსტათი გადასახლებაში გარდაიცვალა.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20220410/saeklesio-kalendari-10-aprili-265869758.html
https://sputnik-georgia.com/20220409/saeklesio-kalendari-9-aprili-265855819.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24862/35/248623527_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_7971461f55579be9aab27f49f57b8f00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 11 აპრილი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აპრილს მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების, ღირსი იოანე მეუდაბნოის, წმ. ევსტათი აღმსარებელის, ბითვინიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
„Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
არეთუსიელ ეპისკოპოსი მარკოზი და კირილე დიაკონი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების ხსენების დღეა.
წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (+361-363) დროს.
მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ წმიდა მარკოზზე.
მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აპრილს მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების, ღირსი იოანე მეუდაბნოის, წმ. ევსტათი აღმსარებელის, ბითვინიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
„Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
არეთუსიელ ეპისკოპოსი მარკოზი და კირილე დიაკონი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების ხსენების დღეა.
წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (+361-363) დროს.
მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ წმიდა მარკოზზე.
მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე.
მოხუცი ბერი დიდხანს აწამეს, თმები დააგლიჯეს, მიწაზე ათრიეს, ჭაობში ჩააგდეს, დანით დასერეს. წარმართები წმიდა ეპისკოპოსისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. შემდეგ თაფლი და ქონი წაუსვეს ტანზე. მოწამეს ფუტკრების გუნდი დაესია.
წმიდა ბერი ტკივილებს ვერ გრძნობდა, უფალი სასწაულებრივად იცავდა თავის ერთგულ მღვდელმთავარს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა მტანჯველებს.
არეთუსიის მცხოვრებლებმა ეპისკოპოსი გაანთავისუფლეს. განთავისუფლებულმა მარკოზმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მარკოზის წამებაზე მოგვითხრობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
საკერპოების ნგრევისთვის შეიპყრეს და წამებით ამოხადეს სული წარმართებმა წმიდა კირილეს ილიოპოლელ დიაკონს.
იმ ხანებში ასკალონსა და ღაზაში კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი ღირსი იოანე მეუდაბნოეს (IV) ხსენების დღეა.
იოანე მეუდაბნოე ქრისტიანთა დევნის დროს ღვთისმოსავი ქვრივი იულიანა მცირეწლოვან შვილებთან, იოანესა და თემესტიასთან ერთად ემალებოდა წარმართებს. დედა შვილებს ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვას ასწავლიდა. დროდადრო ყრმა იოანე დადიოდა ახლომდებარე მონასტერში. ერთხელ იოანეს ერთმა ქრისტიანმა ურჩია ლოცვისთვის უფრო განმარტოებული ადგილი მოეძებნა. შვილი დედას გამოეთხოვა, მეუდაბნოე თარმუნისთან წავიდა და მისი კურთხევით უდაბნოში განმარტოვდა. ახალგაზრდა მოღვაწემ უდაბნოში ქვეწარმავლებით სავსე დამშრალი ჭა იპოვა, ილოცა და შიგ ჩავიდა. ჭის ფსკერზე უსმელ-უჭმელმა ლოცვაში გაატარა ორმოცი დღე. შემდეგ ახალგაზრდა მეუდაბნოეს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. ბოროტი სულები ღებულობდნენ დედის, დის, ნათესავების, ნაცნობების სახეს და ევედრებოდნენ ჭიდან ამოსულიყო. ამ დროს წმიდა იოანე ლოცულობდა და ბოროტი სულებიც ქრებოდნენ.
ღირსი იოანე სიცოცხლის ბოლომდე ჭაში იჯდა. მასთან ანგელოზებს მოჰქონდათ საზრდელი. მისი სიკვდილი გამოეცხადა ბერ ხრისიხს, რომელიც ოცდაათი წელი ცხოვრობდა უდაბნოში. გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანეს მოღვაწეობის ადგილას მრავალი სასწაული აღესრულა.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი წმიდა ევსტათი ბითვინიელის (IX) ხსენების დღეა.
ევსტათი ბითვინიელი ყველაზე დიდ სათნოებად უფლისადმი გამუდმებულ ლოცვას მიიჩნევდა. სიმდაბლით, სიბრძნით, უდიდესი რწმენით, მოყვასისადმი სიყვარულით და სათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი ბითვინიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მრავალი წელი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს. ხატმებრძოლობის ერესის ბატონობის დროს წმიდა ევსტათი უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს. წმიდა მამა იმპერატორთან დაასმინეს და შეიპყრეს, შემდგომ კი გადაასახლეს.
სამი წლის დევნულობის შემდეგ წმიდა ევსტათი გადასახლებაში გარდაიცვალა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით