https://sputnik-georgia.com/20220410/saeklesio-kalendari-10-aprili-265869758.html
საეკლესიო კალენდარი: 10 აპრილი
საეკლესიო კალენდარი: 10 აპრილი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 აპრილს წმ. იოანე მანგლელი ეპისკოპოსის ღირსი სტეფანე აღმსარებელის, მოწამეთა: იონას, ბარაქისეს და სხვათა, ასევე მოწამე... 10.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-10T09:00+0400
2022-04-10T09:00+0400
2022-04-10T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701389_0:0:3265:1836_1920x0_80_0_0_71104bb14d0f604139ccd4ffc4a9267e.jpg
„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.იოანე მანგლელისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 10 აპრილი წმინდა იოანე მანგლელის ხსენების დღეაიოანე მანგლელი , ერობაში იოსებ სააკაძე, ბავშვობიდანვე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, აქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისაგან სათნოებით გამორჩეული იოანე მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად.1724 წელს იოანე დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო. მას თან ახლდა თერთმეტი სასულიერო პირი. წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით იოანემ მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. არც მთავრობას დარჩენია შეუმჩნევლად მისი მოციქულებრივი საქმიანობა. ამ დროს ვახტანგ VI-სა და პეტრე დიდს მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან კასპიისპირეთის საქმეებზე. ორივე მეფე მალე მიხვდა იოანეს ღვაწლის მნიშვნელობას და დიდი ნივთიერი შემწეობა გაუწიეს მას. წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო.1737 წელს იოანემ თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა. აქ მან ააგო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა. ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; იქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად.ოთხმოც წელს გადაცილებული იოანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს და თავისსავე აგებულ მონასტერში დაკრძალეს. შემდგომ, თეიმურაზ მეფის ბრძანებით, წმიდა იოანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. წმიდა იოანე მანგლელის საფლავი არის სიონის ტაძარში, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ.სტეფანე აღმსარებელისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 10 აპრილი სტეფანე აღმსარებლის (+815) ხსენების დღეა.სტეფანე აღმსარებელი (+815) ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) დროს. ღირსმა სტეფანემ სიყრმითგან უფალს შესწირა თავი და ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლის ახლოს მდებარე ტრიგლიის მონასტრის წინამძღვარი გახდა. როდესაც წმიდა ხატთა დევნა დაიწყო, წმიდა იღუმენს ხატთა გმობა მოსთხოვეს. ღირსმა სტეფანემ უარი განაცხადა მართლმადიდებლობის ღალატზე და უშიშრად ამხილა იმპერატორი. წმიდანი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი გადაასახლეს.წმიდა აღმსარებელი სტეფანე საპყრობილეში გარდაიცვალა. იონა, ბარაქისე და სხვებისაეკლესიო კალენდრიოს მიხედვით 10 აპრილიი წმიდა მოწამეების: იონას, ბარაქისეს და სხვების, (+დაახლ. 330). ხსენების დღეაქრისტიანი ძმები, იონა და ბარაქისე სპარსეთში ცხოვრობდნენ მეფე საპორის (310-331) დროს. ძმებმა შეიტყვეს, რომ ქალაქ ბარაბოქში ქრისტიანებს აწამებდნენ, წავიდნენ და ნუგეშინის სცეს დატყვევებულ მორწმუნეებს: ზანითანს, ლაზარეს, მარუთანს, ნარსის, თლიას, მარინს, აბიბოს, საბეთინს, საბას. ძმებმა გაამხნევეს წამებულები. წმიდა იონა და ბარაქისი შეიპყრეს და სპარს მთავრებს წარუდგინეს. მათ ქრისტიანებისაგან მზის, ცეცხლისა და წყლის თაყვანისცემა მოითხოვეს. წმიდა მოწამეებმა საჯაროდ აღიარეს ქრისტე და წარმართთა სურვილის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ძმები სასტიკად აწამეს.პირველად წმიდა იონა აღესრულა. ჯალათებმა წმიდანი ხეზე მიაბეს და დიდხანს სცემეს, მერე ყინულზე გააგდეს, მოაჭრეს თითები, ენა, თავიდან ტყავი გააძვრეს, ბოლოს გახერხეს და გვამი თხრილში გადააგდეს. წმიდა მოწამე ბარაქისეს ხელებზე გახურებული ბორკილები დაადეს, გამდნარი კალა ჩაასხეს პირში, შემდეგ კი ბორბალზე აწამეს. ბოიან ბულგარეთის მთავარისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 10 აპრილი წმინდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარის (+830) ხსენების დღეა.როდესაც ბულგარეთის სამეფო ტახტზე ბოიანის ძმა, წარმართი მოლომირი (ვლადიმირი) ავიდა, მთავარმა მას ქრისტიანი კონამონის განთავისუფლება მოსთხოვა. კონამონი დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში კერპთაყვანისცემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის. ძმამ ბოიანს თხოვნა შეუსრულა. განთავისუფლებულ კონამონს მთავარმა კითხა, თუ რატომ იტანჯებოდა. ხანგრძლივი საუბრის დროს განათლებულმა ქრისტიანმა წარმართ მთავარს აუხსნა კერპთაყვანისმცემლობის სიცრუე და ცხონებისათვის ქრისტეს რწმენის აუცილებლობა. ამის შემდეგ მთავარი ბოიანი სიხარულით მოინათლა. ახალმოქცეული კეთილმსახური მთავარი მარხვასა და ლოცვას მიეცა. მალომირმა ძმას მოსთხოვა უარეყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობა მიეღო. წმიდა მთავარმა უდრტვინველად უპასუხა: „ვაღიარებ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. არავის ძალუძს განმაშოროს მაცხოვრის სიყვარულს“. მალომირმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძმას.მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა. ძმას კი უთხრა: „შენი სისასტიკის გამო სიკვდილით დაისჯები“.წმიდა მოწამის წინასწარმეტყველება ყველაზე ადრე საკუთარ ძმაზე ახდა. მალე მალომირი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტხე უფროსი ძმა პერსიანე (+836-852) ავიდა. შემდეგ პერსიანეს ძემ, წმიდა მოციქულთასწორმა ბორისმა, ნათლისღებით მიხეილმა მთელი ბულგარელი ხალხი განანათლა. ასე აღსრულდა წმიდა მოწამე ბოიანის ეს წინასწარმეტყველებაც.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20220409/saeklesio-kalendari-9-aprili-265855819.html
https://sputnik-georgia.com/20220408/saeklesio-kalendari-8-aprili-265824105.html
https://sputnik-georgia.com/20220407/saeklesio-kalendari-7-aprili-265765138.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701389_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_83fbd29ba0c2f21aedde6039a4fcfa04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 10 აპრილი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 აპრილს წმ. იოანე მანგლელი ეპისკოპოსის ღირსი სტეფანე აღმსარებელის, მოწამეთა: იონას, ბარაქისეს და სხვათა, ასევე მოწამე ბოიანის, ბულგარელი მთავრის ხსენების დღეს აღნიშნავს.
„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 10 აპრილი წმინდა იოანე მანგლელის ხსენების დღეა
იოანე მანგლელი , ერობაში იოსებ სააკაძე, ბავშვობიდანვე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, აქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისაგან სათნოებით გამორჩეული იოანე მალე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად.
1724 წელს იოანე დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო. მას თან ახლდა თერთმეტი სასულიერო პირი. წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით იოანემ მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. არც მთავრობას დარჩენია შეუმჩნევლად მისი მოციქულებრივი საქმიანობა. ამ დროს ვახტანგ VI-სა და პეტრე დიდს მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან კასპიისპირეთის საქმეებზე. ორივე მეფე მალე მიხვდა იოანეს ღვაწლის მნიშვნელობას და დიდი ნივთიერი შემწეობა გაუწიეს მას. წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო.
1737 წელს იოანემ თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა. აქ მან ააგო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა.
ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; იქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად.
ოთხმოც წელს გადაცილებული იოანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს და თავისსავე აგებულ მონასტერში დაკრძალეს. შემდგომ, თეიმურაზ მეფის ბრძანებით, წმიდა იოანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს. წმიდა იოანე მანგლელის საფლავი არის სიონის ტაძარში, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 10 აპრილი სტეფანე აღმსარებლის (+815) ხსენების დღეა.
სტეფანე აღმსარებელი (+815) ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) დროს. ღირსმა სტეფანემ სიყრმითგან უფალს შესწირა თავი და ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლის ახლოს მდებარე ტრიგლიის მონასტრის წინამძღვარი გახდა. როდესაც წმიდა ხატთა დევნა დაიწყო, წმიდა იღუმენს ხატთა გმობა მოსთხოვეს. ღირსმა სტეფანემ უარი განაცხადა მართლმადიდებლობის ღალატზე და უშიშრად ამხილა იმპერატორი. წმიდანი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი გადაასახლეს.
წმიდა აღმსარებელი სტეფანე საპყრობილეში გარდაიცვალა.
საეკლესიო კალენდრიოს მიხედვით 10 აპრილიი წმიდა მოწამეების: იონას, ბარაქისეს და სხვების, (+დაახლ. 330). ხსენების დღეა
ქრისტიანი ძმები, იონა და ბარაქისე სპარსეთში ცხოვრობდნენ მეფე საპორის (310-331) დროს. ძმებმა შეიტყვეს, რომ ქალაქ ბარაბოქში ქრისტიანებს აწამებდნენ, წავიდნენ და ნუგეშინის სცეს დატყვევებულ მორწმუნეებს: ზანითანს, ლაზარეს, მარუთანს, ნარსის, თლიას, მარინს, აბიბოს, საბეთინს, საბას. ძმებმა გაამხნევეს წამებულები. წმიდა იონა და ბარაქისი შეიპყრეს და სპარს მთავრებს წარუდგინეს. მათ ქრისტიანებისაგან მზის, ცეცხლისა და წყლის თაყვანისცემა მოითხოვეს. წმიდა მოწამეებმა საჯაროდ აღიარეს ქრისტე და წარმართთა სურვილის შესრულებაზე უარი განაცხადეს. ძმები სასტიკად აწამეს.
პირველად წმიდა იონა აღესრულა. ჯალათებმა წმიდანი ხეზე მიაბეს და დიდხანს სცემეს, მერე ყინულზე გააგდეს, მოაჭრეს თითები, ენა, თავიდან ტყავი გააძვრეს, ბოლოს გახერხეს და გვამი თხრილში გადააგდეს. წმიდა მოწამე ბარაქისეს ხელებზე გახურებული ბორკილები დაადეს, გამდნარი კალა ჩაასხეს პირში, შემდეგ კი ბორბალზე აწამეს.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 10 აპრილი წმინდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარის (+830) ხსენების დღეა.
როდესაც ბულგარეთის სამეფო ტახტზე ბოიანის ძმა, წარმართი მოლომირი (ვლადიმირი) ავიდა, მთავარმა მას ქრისტიანი კონამონის განთავისუფლება მოსთხოვა. კონამონი დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში კერპთაყვანისცემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის. ძმამ ბოიანს თხოვნა შეუსრულა. განთავისუფლებულ კონამონს მთავარმა კითხა, თუ რატომ იტანჯებოდა. ხანგრძლივი საუბრის დროს განათლებულმა ქრისტიანმა წარმართ მთავარს აუხსნა კერპთაყვანისმცემლობის სიცრუე და ცხონებისათვის ქრისტეს რწმენის აუცილებლობა. ამის შემდეგ მთავარი ბოიანი სიხარულით მოინათლა. ახალმოქცეული კეთილმსახური მთავარი მარხვასა და ლოცვას მიეცა. მალომირმა ძმას მოსთხოვა უარეყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობა მიეღო. წმიდა მთავარმა უდრტვინველად უპასუხა: „ვაღიარებ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. არავის ძალუძს განმაშოროს მაცხოვრის სიყვარულს“. მალომირმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძმას.
მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა. ძმას კი უთხრა: „შენი სისასტიკის გამო სიკვდილით დაისჯები“.
წმიდა მოწამის წინასწარმეტყველება ყველაზე ადრე საკუთარ ძმაზე ახდა. მალე მალომირი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტხე უფროსი ძმა პერსიანე (+836-852) ავიდა. შემდეგ პერსიანეს ძემ, წმიდა მოციქულთასწორმა ბორისმა, ნათლისღებით მიხეილმა მთელი ბულგარელი ხალხი განანათლა. ასე აღსრულდა წმიდა მოწამე ბოიანის ეს წინასწარმეტყველებაც.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით