https://sputnik-georgia.com/20220410/turqeti-ar-gaatarebs-samxedro-gemebs-savi-zrvis-sruteebsi-265877907.html
თურქეთი არ გაატარებს სამხედრო გემებს შავი ზღვის სრუტეებში
თურქეთი არ გაატარებს სამხედრო გემებს შავი ზღვის სრუტეებში
Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედრო გემების გატარება ბოსფორისა და დარდანელის გავლით.
2022-04-10T18:05+0400
2022-04-10T18:05+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0a/265880783_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_8a5545461889313e488f24534ab886e0.jpg
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. თურქეთი მონტრეს კონვენციის ერთგული იქნება და არ დაუშვებს სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლას, განაცხადა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.მონტრეს კონვენცია 1936 წელს მიიღეს. ის აძლევს უფლებას სავაჭრო გემებს თავისუფლად გაიარონ ეს სრუტეები როგორც მშვიდობიან, ასევე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველასთვის განსხვავებულია. ამავდროულად, დოკუმენტი სამი კვირით ზღუდავს შავ ზღვაში იმ სამხედრო გემების ყოფნას, რომლებიც შავი ზღვის ქვეყნებს არ ეკუთვნიან. საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედრო გემების გატარება ბოსფორისა და დარდანელის გავლით.მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი იცავდა და მომავალშიც დაიცავს მონტრეს კონვენციის დებულებებს.აკარი ასევე შეეხო ნაღმების თემას, რომლებიც თურქეთის მხარემ შავ ზღვაში აღმოაჩინა.მისი თქმით, აღმოჩენილია და განადგურებულია დაახლოებით 400 ნაღმი. მისივე თქმით, ეს ნაღმები რუსული წარმოებისაა, მაგრამ მისთვის უცნობია, რომელმა ქვეყანამ და რა მიზნით დატოვა ისინი. აკარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს სწავლობენ ასევე ბულგარეთის და რუმინეთის ხელისუფლებები.რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 20 მარტს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ოდესის, ოჩაკოვის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების მისადგომებთან დაახლოებით 400-ზე მეტი ნაღმი დაამონტაჟეს. სამსახურმა არ გამორიცხა მოწყვეტილი ნაღმების დრეიფის შესაძლებლობა დინების გამო ბოსფორში და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აუზის ზღვებში.აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გემებს დაავალა თვალყური ადევნონ ნაღმებს, იუწყებოდა გაზეთი Hürriyet. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აუცილებელ ზომებს იღებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ მომენტამდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.წყარო - ტელეარხი A Haber
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0a/265880783_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_07d46e650f7043892f53ae320326bf7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი სამხედრო გემები შავი ზღვა სრუტეები მონტრე კონვენცია ჰულუსი აკარი
თურქეთი სამხედრო გემები შავი ზღვა სრუტეები მონტრე კონვენცია ჰულუსი აკარი
თურქეთი არ გაატარებს სამხედრო გემებს შავი ზღვის სრუტეებში
18:05 10.04.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედრო გემების გატარება ბოსფორისა და დარდანელის გავლით.
თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. თურქეთი მონტრეს კონვენციის ერთგული იქნება და არ დაუშვებს სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლას, განაცხადა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.
მონტრეს კონვენცია 1936 წელს მიიღეს. ის აძლევს უფლებას სავაჭრო გემებს თავისუფლად გაიარონ ეს სრუტეები როგორც მშვიდობიან, ასევე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველასთვის განსხვავებულია. ამავდროულად, დოკუმენტი სამი კვირით ზღუდავს შავ ზღვაში იმ სამხედრო გემების ყოფნას, რომლებიც შავი ზღვის ქვეყნებს არ ეკუთვნიან. საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედრო გემების გატარება ბოსფორისა და დარდანელის გავლით.
„თურქეთი დარჩება მონტრეს კონვენციის ერთგული და არ დაუშვებს სამხედრო გემების შავ ზღვაში შესვლას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შავი ზღვა ომში ჩაერთოს, ჩვენ არ გვსურს ომი შავ ზღვაში“, - განუცხადა აკარმა ტელეარხ A Haber-ს.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი იცავდა და მომავალშიც დაიცავს მონტრეს კონვენციის დებულებებს.
აკარი ასევე შეეხო ნაღმების თემას, რომლებიც თურქეთის მხარემ შავ ზღვაში აღმოაჩინა.
მისი თქმით, აღმოჩენილია და განადგურებულია დაახლოებით 400 ნაღმი. მისივე თქმით, ეს ნაღმები რუსული წარმოებისაა, მაგრამ მისთვის უცნობია, რომელმა ქვეყანამ და რა მიზნით დატოვა ისინი. აკარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს სწავლობენ ასევე ბულგარეთის და რუმინეთის ხელისუფლებები.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 20 მარტს განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ ოდესის, ოჩაკოვის, ჩერნომორსკის და იუჟნის პორტების მისადგომებთან დაახლოებით 400-ზე მეტი ნაღმი დაამონტაჟეს. სამსახურმა არ გამორიცხა მოწყვეტილი ნაღმების დრეიფის შესაძლებლობა დინების გამო ბოსფორში და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის აუზის ზღვებში.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თურქეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა გემებს დაავალა თვალყური ადევნონ ნაღმებს, იუწყებოდა გაზეთი Hürriyet. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აუცილებელ ზომებს იღებს შავ ზღვაში მოდრეიფე ნაღმების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ მომენტამდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.