https://sputnik-georgia.com/20220408/tbilissi-ukrainulenovani-saskolo-seqtori-gaixsneba-265843674.html
თბილისში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება
თბილისში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება
Sputnik საქართველო
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. 08.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-08T16:38+0400
2022-04-08T16:38+0400
2022-04-08T20:53+0400
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769261_0:84:1921:1164_1920x0_80_0_0_1b3b0c673e6199e3c8c97b7a8a111883.jpg
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოები, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის მომავალ მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ჩხენკელმა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილა.მასწავლებლებს შორის როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები არიან. მათ ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული.საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.თბილისსა და რეგიონებში 215 უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული>>დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.წყარო: განათლების სამინისტრო
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250769261_128:0:1791:1247_1920x0_80_0_0_546e9d7c21392ddb90fea153d02432b8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველო, უკრაინა
თბილისში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება
16:38 08.04.2022 (განახლებულია: 20:53 08.04.2022) საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველმა უკრაინის მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოები, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის მომავალ მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას ჩხენკელმა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დეტალები განიხილა.
„უკრაინელი ბავშვებისთვის საკლასო ოთახები უკვე მოწყობილია და გაწერილია საგაკვეთილო ბადე. საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით შერჩეული არიან მასწავლებლები ყველა საგნისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მასწავლებლებს შორის როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები არიან. მათ ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.
ამ დროისათვის თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკვე 200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.
დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას.