https://sputnik-georgia.com/20220408/sursatis-erovnulma-saagentom-sokoladis-saewvo-partiebis-gamovlena-daiwyo-265848605.html
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შოკოლადის საეჭვო პარტიების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შოკოლადის საეჭვო პარტიების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო და იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო... 08.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-08T17:54+0400
2022-04-08T17:54+0400
2022-04-08T21:16+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24389/73/243897345_0:142:2718:1671_1920x0_80_0_0_ab7544a786ba80ac6825b2ba6510ea19.jpg
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური საკონდიტრო მწარმოებელი Ferrero ქვეყნების უმეტესობიდან უკან იწვევს შოკოლად Kinder-სიურპრიზსა და Kinder-ის ხაზის სხვა ნაწარმს — ეჭვის გამო, რომ პროდუქცია შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს.გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნეს-ოპერატორებთან.გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან მოიხსნება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და სინგაპურში.6 აპრილს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სალმონელოზით ინფიცირების 134 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.როგორც ევროკომისიის სპიკერმა სტეფან დე კერსმეკერმა განაცხადა, „ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური მონაცემები არლონში (ბელგია) მდებარე შოკოლადის ქარხანაზე მიუთითებს“.ამასთან Ferrero-მ განაცხადა, რომ გასაყიდად გამოშვებული მისი პროდუქციის არცერთ ტესტში სალმონელა არ გამოვლენილა.
https://sputnik-georgia.com/20220408/kinder-salmonela-evrokavsirma-gampozieba-daiwyo-265835416.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24389/73/243897345_151:0:2567:1812_1920x0_80_0_0_c2e62c38eabaf7d4138e146ee99e5b49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შოკოლადის საეჭვო პარტიების გამოვლენა-გამოთხოვა დაიწყო
17:54 08.04.2022 (განახლებულია: 21:16 08.04.2022) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო და იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღო შეტყობინება სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური საკონდიტრო მწარმოებელი Ferrero ქვეყნების უმეტესობიდან უკან იწვევს შოკოლად Kinder-სიურპრიზსა და Kinder-ის ხაზის სხვა ნაწარმს — ეჭვის გამო, რომ პროდუქცია შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს
ცნობით, სააგენტომ კონკრეტული პარტიების გამოვლენისა და ამოღების პროცედურები მყისიერად დაიწყო – იმპორტიორ კომპანიებს მიაწოდა ინფორმაცია საეჭვო პარტიების შესახებ და დაავალა შოკოლადის პროდუქტის (ბრენდი: Uovo Maxi, აღწერილობა: KSOR MAXI; K2,5X12 PC CHR RUS 2 დამზადების თარიღი 15.10.2021, ვარგისიანობის ვადა 12.07.2022, პარტიის № L288R03) რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული მოქმედებების თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორები ჩაატარებენ არაგეგმურ ინსპექტირებასა და ზედამხედველობას აღნიშნული შოკოლადის იმპორტიორ ბიზნეს-ოპერატორებთან.
გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან მოიხსნება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და სინგაპურში.
6 აპრილს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სალმონელოზით ინფიცირების 134 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როგორც ევროკომისიის სპიკერმა სტეფან დე კერსმეკერმა განაცხადა, „ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური მონაცემები არლონში (ბელგია) მდებარე შოკოლადის ქარხანაზე მიუთითებს“.
ამასთან Ferrero-მ განაცხადა, რომ გასაყიდად გამოშვებული მისი პროდუქციის არცერთ ტესტში სალმონელა არ გამოვლენილა.