https://sputnik-georgia.com/20220408/kinder-salmonela-evrokavsirma-gampozieba-daiwyo-265835416.html
ევროკავშირი Kinder-ში სალმონელის შემთხვევებს იძიებს: კომპანია პროდუქციას უკან იწვევს
ევროკავშირი Kinder-ში სალმონელის შემთხვევებს იძიებს: კომპანია პროდუქციას უკან იწვევს
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. იტალიური საკონდიტრო მწარმოებელი Ferrero ქვეყნების უმეტესობიდან უკან იწვევს შოკოლად Kinder-სიურპრიზსა და Kinder-ის ხაზის სხვა... 08.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-08T10:30+0400
2022-04-08T10:30+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
შემთხვევები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/08/265835062_605:687:3025:2048_1920x0_80_0_0_9efa74785c400dfcb7941444c3c9f3cc.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. იტალიური საკონდიტრო მწარმოებელი Ferrero ქვეყნების უმეტესობიდან უკან იწვევს შოკოლად Kinder-სიურპრიზსა და Kinder-ის ხაზის სხვა ნაწარმს — ეჭვის გამო, რომ პროდუქცია შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს, იუწყება Reuters-ი.საუბარია, სავარაუდოდ, ბელგიაში მდებარე Ferrero-ს ქარხანაში წარმოებულ საკონდიტრო ნაწარმზე, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში გადის.გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან მოიხსნება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და სინგაპურში.6 აპრილს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სალმონელოზით ინფიცირების 134 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.როგორც ევროკომისიის სპიკერმა სტეფან დე კერსმეკერმა განაცხადა, „ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური მონაცემები არლონში (ბელგია) მდებარე შოკოლადის ქარხანაზე მიუთითებს“.ამასთან Ferrero-მ განაცხადა, რომ გასაყიდად გამოშვებული მისი პროდუქციის არცერთ ტესტში სალმონელა არ გამოვლენილა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/08/265835062_294:0:3025:2048_1920x0_80_0_0_62a68244e87bf14ac78e8b9ee05ef96a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
შემთხვევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი Kinder-ში სალმონელის შემთხვევებს იძიებს: კომპანია პროდუქციას უკან იწვევს
10:30 08.04.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. იტალიური საკონდიტრო მწარმოებელი Ferrero ქვეყნების უმეტესობიდან უკან იწვევს შოკოლად Kinder-სიურპრიზსა და Kinder-ის ხაზის სხვა ნაწარმს — ეჭვის გამო, რომ პროდუქცია შესაძლოა სალმონელას შეიცავდეს, იუწყება
Reuters-ი. საუბარია, სავარაუდოდ, ბელგიაში მდებარე Ferrero-ს ქარხანაში წარმოებულ საკონდიტრო ნაწარმზე, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში გადის.
გავრცელებული ინფორმაციით, პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან მოიხსნება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში, ჩეხეთში, ავსტრალიასა და სინგაპურში.
6 აპრილს ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სალმონელოზით ინფიცირების 134 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
როგორც ევროკომისიის სპიკერმა სტეფან დე კერსმეკერმა განაცხადა, „ეპიდემიოლოგიური და ანალიტიკური მონაცემები არლონში (ბელგია) მდებარე შოკოლადის ქარხანაზე მიუთითებს“.
ამასთან Ferrero-მ განაცხადა, რომ გასაყიდად გამოშვებული მისი პროდუქციის არცერთ ტესტში სალმონელა არ გამოვლენილა.