საქართველო და უკრაინა განაგრძობენ „კონტრაბანდის“ თემაზე მსჯელობას

© photo: Sputnikთბილისი. საკრებულოს შენობა
თბილისი. საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
რწმუნებულმა უკრაინის საკითხებში საქართველოში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს შორის რუსეთში ტვირთების კონტრაბანდის საკითხზე გრძელდება, განაცხადა საქართველოში დროებითმა რწმუნებულმა უკრაინის საკითხებში ანდრეი კასიანოვმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

„ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება კომუნიკაცია საქართველოსა და უკრაინის კომპეტენტურ ორგანიზაციებს შორის“, – განაცხადა კასიანოვმა კითხვაზე პასუხად – აპირებს თუ არა უკრაინა ბრალდების მტკიცებულებების წარმოდგენას.

ამასთან, მან უარი თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაზე.
„უკრაინის საელჩო არ აკეთებს კომენტარებს მაღალჩინოსნების განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა საქართველოსთან პარტნიორობის განვითარება და მთავარი ამოცანა – სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გამტკიცება და გაძლიერება. ეს პასუხობს საქართველოსა და უკრაინის ხალხების საჭიროებებს“, – განაცხადა კასიანოვმა.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას აბსურდი და ცილისწამება უწოდა.
პრემიერი: საქართველო არასოდეს დაუშვებს, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს>>
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება „ოფიციალურ მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს“ იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიას რუსეთში საქონლის კონტრაბანდისთვის არ იყენებენ.
ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრალდების მტკიცებულებები თავად უკრაინამ უნდა წარმოადგინოს ან უარყოს აღნიშნული ბრალდება. მათი თქმით, ბრალდება აბსურდულია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თავის მხრივ, აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
კობახიძემ უკრაინის ბრალდებებს „ფეიკი“ უწოდა>>
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას.
ყველა ახალი ამბავი
0