https://sputnik-georgia.com/20220408/saakashvilis-sasamartlo-procesis-detalebi-265855517.html
მადლიერება პროკურორებისა და მოსამართლისადმი: სააკაშვილის სასამართლო პროცესის დეტალები
მადლიერება პროკურორებისა და მოსამართლისადმი: სააკაშვილის სასამართლო პროცესის დეტალები
Sputnik საქართველო
სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა და საქმის მოსმენა მისი მთავარი ფიგურანტის გარეშე გაგრძელდა. 08.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-08T20:51+0400
2022-04-08T20:51+0400
2022-04-08T23:08+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262456130_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_e457d9b49557ea630e7d6856c5ad2c1b.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.სხდომაზე მსჯავრდებულ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს. დაახლოებით 10-წუთიანი სიტყვით გამოსვლა ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოვლენებს დაუთმო და აღნიშნა, რომ საქართველოში არ დაბრუნდებოდა, უკრაინაში სიტუაციის ასეთი განვითარების შესახებ რომ სცოდნოდა.წინა სასამართლო პროცესებიდან განსხვავებით, როდესაც სააკაშვილი პროკურორებსა და მოსამართლეებს უპატივცემულოდ ექცეოდა და მათი მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, ამჯერად მათ ექს-პრეზიდენტის მადლობა დაიმსახურეს.„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორებსა და მოსამართლეს ძალზე კორექტული საქციელისთვის... ქალბატონო მოსამართლევ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობებში მე არ ვცნობ არც სასამართლოს, არც პროკურატურას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მომავალ საქართველოს ნამდვილად გამოადგებიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა და საქმის მოსმენა მისი მთავარი ფიგურანტის გარეშე გაგრძელდა.ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველებმა საქმეზე დამატებით მტკიცებულებად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების დართვა მოითხოვეს – როგორც პოლიტიკურად მოტივირებულის.საუბარია კობახიძის განცხადებაზე, რომ „არ არსებობს არანაირი მიზანშეწონილობა სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის“. მისი თქმით, სააკაშვილი ციხის კედლებს გარეთ აუცილებლად გახდება როგორც საქართველოს, ისე უკრაინისთვის დამატებითი პრობლემა.შუამდგომლობის წინააღმდეგ გამოვიდა ბრალდების მხარე. პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება და აღნიშნული განცხადება მოცემულ საქმესთან შემხებლობაში არაა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.„პიჯაკების საქმე“: მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა>>>დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაკითხეს. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო ღონისძიებებში.თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მორიგი სხდომა 20 აპრილს გაიმართება.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).საქმის მასალების თანახმად, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1d/262456130_56:0:2787:2048_1920x0_80_0_0_fb1f14d0a2d9fa35ba699e003de8ab9c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
მადლიერება პროკურორებისა და მოსამართლისადმი: სააკაშვილის სასამართლო პროცესის დეტალები
20:51 08.04.2022 (განახლებულია: 23:08 08.04.2022) სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა და საქმის მოსმენა მისი მთავარი ფიგურანტის გარეშე გაგრძელდა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე მსჯავრდებულ სააკაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს. დაახლოებით 10-წუთიანი სიტყვით გამოსვლა ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოვლენებს დაუთმო და აღნიშნა, რომ საქართველოში არ დაბრუნდებოდა, უკრაინაში სიტუაციის ასეთი განვითარების შესახებ რომ სცოდნოდა.
„განზე გადგომა რომ მდომებოდა, შემეძლო ამერიკაში, ჰოლანდიაში ან ბევრ სხვა ადგილზე წავსულიყავი და არა საკანში №310, სადაც ახლა ვიმყოფები... ჩამოვედი იმიტომ, რომ ამის შესახებ თავიდანვე ვაცხადებდი და ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველასთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
წინა სასამართლო პროცესებიდან განსხვავებით, როდესაც სააკაშვილი პროკურორებსა და მოსამართლეებს უპატივცემულოდ ექცეოდა და მათი მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა, ამჯერად მათ ექს-პრეზიდენტის მადლობა დაიმსახურეს.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პროკურორებსა და მოსამართლეს ძალზე კორექტული საქციელისთვის... ქალბატონო მოსამართლევ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობებში მე არ ვცნობ არც სასამართლოს, არც პროკურატურას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მომავალ საქართველოს ნამდვილად გამოადგებიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა და საქმის მოსმენა მისი მთავარი ფიგურანტის გარეშე გაგრძელდა.
ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველებმა საქმეზე დამატებით მტკიცებულებად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების დართვა მოითხოვეს – როგორც პოლიტიკურად მოტივირებულის.
საუბარია კობახიძის განცხადებაზე, რომ „არ არსებობს არანაირი მიზანშეწონილობა სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის“. მისი თქმით, სააკაშვილი ციხის კედლებს გარეთ აუცილებლად გახდება როგორც საქართველოს, ისე უკრაინისთვის დამატებითი პრობლემა.
შუამდგომლობის წინააღმდეგ გამოვიდა ბრალდების მხარე. პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, საქმე სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება და აღნიშნული განცხადება მოცემულ საქმესთან შემხებლობაში არაა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაკითხეს. მათ შორის იყვნენ გამომძიებლები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო ღონისძიებებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მორიგი სხდომა 20 აპრილს გაიმართება.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საქმის მასალების თანახმად, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.