Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რატომ არ ქორწინდებოდა პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონზე?

© Facebook / Prince George of Cambridge / Prince William, the Duke of Cambridge, is 35 today.პრინცი ჯორჯ კემბრიჯელი მამასთან, პრინც უილიამთან ერთად
პრინცი ჯორჯ კემბრიჯელი მამასთან, პრინც უილიამთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი უკვე 10 წელზე მეტია, რაც ერთად არიან.
კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ წელს ქორწინების 10 წლისთავი აღნიშნეს. როგორც ცნობილია, წყვილს შორის რომანი შოტლანდიის სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო და საზოგადოება ელოდა, რომ 2005 წელს, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონს დაუსვამდა სანუკვარ კითხვას. მაგრამ მომავალი მემკვიდრე დაქორწინებას არ ჩქარობდა.
პრინცები უილიამი და ჰარი და ქეით მიდლტონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
ყვითელი ამბები
მცველი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი - ვინ არის პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილების ძიძა
პრინცი ჩარლზი ხუმრობდა, რომ კეიტს და უილიამს დაოჯახებისთვის „ვარჯიში“ დიდხანს გაუგრძელდათ. ამასთანავე ისინი ძალიან წუხდნენ, როგორ გაგრძელდებოდა მონარქია ბრიტანეთში უილიამის დაქორწინების შემდეგ. რატომ არ დაქორწინდა უილიამი კეიტზე უფრო ადრე? თავის წიგნში „სამეფო საქმის წარმოება“ სამეფო ექსპერტი კეტი ამტკიცებს, რომ მისმა უმაღლესობამ დადო პირობა, რომ უილიამს არ აიძულებენ დაქორწინებას, სანამ ის თავად არ იქნებოდა მზად ამისათვის.
პრინცი ჩარლზი ღამის კლუბში - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2017
პრინც უილიამის „თავაშვებული“ დროსტარება და ქეით მიდლტონის იმედგაცრუება
ავტორის თქმით, უილიამს გადაწყვეტილი ჰქონდა, არ გაემეორებინა მშობლების შეცდომები, რომელთა ქორწინება წლების განმავლობაში გაუგებრობისა და ჩხუბის შემდეგ დაინგრა.

„მან იცოდა, რომ მამამისი იძულებული გახდა დაქორწინებულიყო დიანაზე, რადგან ის შესაფერის პატარძლად ითვლებოდა. მას არ სურდა ამგვარ ზეწოლას დამორჩილებოდა და პირობა დადო, რომ საკურთხევლისკენ გზას მაშინ დაადგებოდა, როცა ნამდვილ სიყვარულს იპოვიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას პრინცი აღნიშნავდა, რომ კეიტზე დაქორწინებას ჯერ არ აპირებდა, რის გამოც კეიტს არცთუ სასიამოვნო მეტსახელი შეარქვეს. თუმცა პრინცი მიხვდა, რომ მის მიდლტონი ნამდვილად იყო მისი ნამდვილი სიყვარული, რომლისთვისაც სურდა გარდაცვლილი დედის ბეჭედი ეჩუქებინა“, – ამბობს წიგნის ავტორი.

10-წლიანი ქორწინების შემდეგ დღეს მათ სამი შვილი ჰყავთ და ისინი კვლავ ისე ასხივებენ სიყვარულს, როგორც ქორწილის დღეს.
„Sputnik-საქართველო“ უკვე „ტელეგრამზეა“. შემოგვიერდით და გაეცანით სიახლეებს
ყველა ახალი ამბავი
0