https://sputnik-georgia.com/20211106/princi-uiliami-da-qeit-midltoni-261822185.html
მცველი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი - ვინ არის პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილების ძიძა
მცველი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი - ვინ არის პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილების ძიძა
Sputnik საქართველო
მარია ტერეზა ტურიონ ბორალო პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას აღმზრდელია და ახლა პატარა ლუისაც უვლის 06.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-06T15:00+0400
2021-11-06T15:00+0400
2021-11-06T15:00+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23483/08/234830869_0:0:3501:1969_1920x0_80_0_0_38a61b6e4d78dff3f831850f2a88755c.jpg
მარია ტერეზა ბორალო ხშირად ჩნდება პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ოფიციალურ ფოტოებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰერცოგების წყვილი შვილებთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში. მარია ტერეზა ყოველთვის უკანა პლანზეა და არ აქვს ტიტული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს სამეფო ოჯახში და აქვს უზარმაზარი გავლენა. ამის შესახებ My London-ი წერს.პრინცი უილიამი აღზარდა მისმა ძიძამ ჯესი უებმა. სანამ პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი სამეფო მოვალეობებით და საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებულები, უები ახალგაზრდა პრინცებით იყო დაკავებული. როდესაც მისი აღსაზრდელი გაიზარდა, ის დაქორწინდა ქეით მიდლტონზე და შეეძინა საკუთარი შვილი. შემდეგ კი ძიძა უები, რომელიც იმ მომენტში უკვე დამსახურებულ პენსიაზე იყო, სამეფო კარზე დაბრუნდა, რათა ახალგაზრდა ჯორჯის აღზრდაში დახმარებოდა და თავისთვის ღირსეული შემცვლელი ეპოვა. არჩევანი ცნობილი ნორლანდის კოლეჯის კურსდამთავრებულზე გაკეთდა.როდესაც მარია ტერეზა ტურიონ ბორალო სამეფო სახლს შეუერთდა, კენსინგტონის სასახლის სპიკერმა განაცხადა, რომ „მარია სრულ განაკვეთზე ძიძაა, ის ახლახან შემოგვიერთდა. ჩვენ დეტალებს არ შევეხებით, გარდა იმისა, რომ ჰერცოგი და ჰერცოგინია ბედნიერები არიან, რომ მან ეს გადაწყვიტა“.ცნობილია, რომ მარია ტერეზა ტურიონ ბორალო მადრიდში დაიბადა, ის დაახლოებით 45 წლისაა. მარია სამეფო ოჯახს 2014 წლის მარტში შეუერთდა, როდესაც პრინცი ჯორჯი რვა თვის იყო. იგი თან ახლდა ჰერცოგის ოჯახს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გასტროლებზე.ის ასევე ნახეს პრინცესა შარლოტას ნათლობის დროს და მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილში.
https://sputnik-georgia.com/20220325/satelepono-zari-megan-markli-princi-hari-261791771.html
https://sputnik-georgia.com/20211101/megan-markli-princi-hari-261679069.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23483/08/234830869_0:0:2697:2023_1920x0_80_0_0_c23ee615592332824eee1c1d6e5b5a1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ძიძა
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ძიძა
მცველი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი - ვინ არის პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის შვილების ძიძა
მარია ტერეზა ტურიონ ბორალო პრინცი ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას აღმზრდელია და ახლა პატარა ლუისაც უვლის
მარია ტერეზა ბორალო ხშირად ჩნდება პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ოფიციალურ ფოტოებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰერცოგების წყვილი შვილებთან ერთად ჩნდება საზოგადოებაში. მარია ტერეზა ყოველთვის უკანა პლანზეა და არ აქვს ტიტული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს სამეფო ოჯახში და აქვს უზარმაზარი გავლენა. ამის შესახებ
My London-ი წერს.
პრინცი უილიამი აღზარდა მისმა ძიძამ ჯესი უებმა. სანამ პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი სამეფო მოვალეობებით და საკუთარი პრობლემებით იყვნენ დაკავებულები, უები ახალგაზრდა პრინცებით იყო დაკავებული. როდესაც მისი აღსაზრდელი გაიზარდა, ის დაქორწინდა ქეით მიდლტონზე და შეეძინა საკუთარი შვილი. შემდეგ კი ძიძა უები, რომელიც იმ მომენტში უკვე დამსახურებულ პენსიაზე იყო, სამეფო კარზე დაბრუნდა, რათა ახალგაზრდა ჯორჯის აღზრდაში დახმარებოდა და თავისთვის ღირსეული შემცვლელი ეპოვა. არჩევანი ცნობილი ნორლანდის კოლეჯის კურსდამთავრებულზე გაკეთდა.
როდესაც მარია ტერეზა ტურიონ ბორალო სამეფო სახლს შეუერთდა, კენსინგტონის სასახლის სპიკერმა განაცხადა, რომ „მარია სრულ განაკვეთზე ძიძაა, ის ახლახან შემოგვიერთდა. ჩვენ დეტალებს არ შევეხებით, გარდა იმისა, რომ ჰერცოგი და ჰერცოგინია ბედნიერები არიან, რომ მან ეს გადაწყვიტა“.
ცნობილია, რომ მარია ტერეზა ტურიონ ბორალო მადრიდში დაიბადა, ის დაახლოებით 45 წლისაა. მარია სამეფო ოჯახს 2014 წლის მარტში შეუერთდა, როდესაც პრინცი ჯორჯი რვა თვის იყო. იგი თან ახლდა ჰერცოგის ოჯახს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გასტროლებზე.
ის ასევე ნახეს პრინცესა შარლოტას ნათლობის დროს და მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილში.