წონაში მომატებული მეგან მარკლის ახალი გამოჩენა – ვიდეო

© AFP 2024 / JEREMY SELWYNპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
დღეს ყველა საუბრობს 40 წლის მეგან მარკლის ახალ ვიდეოზე. სასექსის ჰერცოგინია მონტესიტოს რეზიდენციიდან ისევ გამოჩნდა. მეგან მარკლმა სანტა-ბარბარაში მდებარე სახლიდან მორიგი ვიდეოჩართვა შესთავაზა გულშემატკივრებს და ამასთან ახალი წიგნიდან „სკამი“ პატარა მონაკვეთიც წაიკითხა.
ახალი ვიდეორგოლი „იუთუბის“ არხზე აიტვირთა და იქ მეგანი საოცრად შეცვლილია. საინტერესოა, რომ ეს არის მეგანის მეორე გამოსვლა ქალიშვილის, ლილიბეტის დაბადების შემდეგ. მარკლი საგრძნობლადაა მომატებული წონაში.
ვიდეოში მას ღია ცისფერი პერანგი და ჯინსებია აცვია. ბევრს ამ „ლუქმა“ მეგან მარკლის სულ პირველი გამოსვლა გაახსენა, როდესაც პრინც ჰარისთან რომანის დადასტურების შემდეგ გამოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0