https://sputnik-georgia.com/20220408/evrokavsirma-antirusuli-sanqciebis-mexute-paketi-daamtkica-265842894.html
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა: ცნობილი გახდა ახალი აკრძალვები
ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა: ცნობილი გახდა ახალი აკრძალვები
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა. 08.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-08T13:40+0400
2022-04-08T13:40+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ევროკავშირი
ევროსაბჭო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875397_0:156:2951:1816_1920x0_80_0_0_0aea014f951ed2fddc59bd635d0af48c.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა. „შეთანხმებული პაკეტი მოიცავს მთელ რიგ შეზღუდვებს, რომელთა მიზანია რუსეთის მთავრობასა და ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერება, ასევე კრემლის რესურსების შემცირება“, — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.სანქციათა ახალი პაკეტის მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქალაქ ბუჩასა და სხვა ადგილებში, რომლებიც რუსეთის არმის კონტროლქვეშ იყო, მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები აღმოაჩინეს.ახალი შემაკავებელი ზომები მოიცავს:გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა, სანქციები დაუწესოს კომპანიებს, რომელთა პროდუქციამ ან ტექნოლოგიებმა გარკვეული როლი შეასრულა „რუსეთის უკრაინაში შეჭრაში“, ასევე საკვანძო ოლიგარქებსა და ბიზნესმენებს, კრემლის მაღალჩინოსნებს, დეზინფორმაციის მომხრეებსა და ინფორმაციით მანიპულირების მხარდამჭერებს, რომლებიც სისტემატურად ავრცელებენ კრემლის ნარატივს უკრაინაში რუსული „სამხედრო სპეცოპერაციის“ შესახებ, აგრეთვე უკვე სანქცირებული პირების ოჯახების წევრებს, რათა ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა ვერ მოხერხდეს.ევროპული საბჭო მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულფასოვნად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.შესაბამისი სამართლებრივი აქტები მალე გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც სანქციები ძალაში შევა.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1e/251875397_162:0:2790:1971_1920x0_80_0_0_4e8e844642d6b49ee9f5bba0179c546a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ევროკავშირი , ევროსაბჭო, მსოფლიოს ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ევროკავშირი , ევროსაბჭო, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეხუთე პაკეტი დაამტკიცა.
„შეთანხმებული პაკეტი მოიცავს მთელ რიგ შეზღუდვებს, რომელთა მიზანია რუსეთის მთავრობასა და ეკონომიკაზე ზეწოლის გაძლიერება, ასევე კრემლის რესურსების შემცირება“, — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს
განცხადებაში.
სანქციათა ახალი პაკეტის მიღება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქალაქ ბუჩასა და სხვა ადგილებში, რომლებიც რუსეთის არმის კონტროლქვეშ იყო, მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები აღმოაჩინეს.
ახალი შემაკავებელი ზომები მოიცავს:
2022 წლის აგვისტოდან რუსეთიდან ნახშირის იმპორტის აკრძალვას;
ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშით მცურავი გემების შესვლის აკრძალვას;
რუსეთსა და ბელარუსში საავტომობილო სატრანსპორტო კომპანიების შეზღუდვას;
ოთხი ძირითადი ბანკის ტრანზაქციების სრულ აკრძალვას, რომელთა წილად რუსეთის საბანკო სექტორის 23% მოდის.
გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა, სანქციები დაუწესოს კომპანიებს, რომელთა პროდუქციამ ან ტექნოლოგიებმა გარკვეული როლი შეასრულა „რუსეთის უკრაინაში შეჭრაში“, ასევე საკვანძო ოლიგარქებსა და ბიზნესმენებს, კრემლის მაღალჩინოსნებს, დეზინფორმაციის მომხრეებსა და ინფორმაციით მანიპულირების მხარდამჭერებს, რომლებიც სისტემატურად ავრცელებენ კრემლის ნარატივს უკრაინაში რუსული „სამხედრო სპეცოპერაციის“ შესახებ, აგრეთვე უკვე სანქცირებული პირების ოჯახების წევრებს, რათა ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა ვერ მოხერხდეს.
ევროპული საბჭო მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულფასოვნად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შესაბამისი სამართლებრივი აქტები მალე გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც სანქციები ძალაში შევა.