ლევან დავითაშვილმა MASDAR-თან საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის პროექტები განიხილა

© Government of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR-ს შორის შეთანხმება 2021 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდ MASDAR-ის წარმომადგენლობით დელეგაციასთან შეხვედრა გამართა და საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის პროექტების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR-ს შორის გასული წლის ბოლოს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივად განვითარების თაობაზე.

შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით.
თურნავა: „არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად ვიწყებთ მზის ენერგიის განვითარებას“>>>
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, შეთანხმების ხელმოწერას წინ უძღოდა კომპანია MASDAR-ის ინვესტიციებისა და ბიზნეს-განვითარების დირექტორის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
კომპანია MASDAR არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ MUBADALA-ს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს და არის გლობალური ლიდერი განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.
ყველა ახალი ამბავი
0