https://sputnik-georgia.com/20211229/turnava-viwyebt-mzis-energiis-ganvitarebas-263257694.html
თურნავა: „არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად ვიწყებთ მზის ენერგიის განვითარებას“
თურნავა: „არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად ვიწყებთ მზის ენერგიის განვითარებას“
Sputnik საქართველო
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოში მზის ელექტროსადგურის პროექტის ერთობლივ განვითარებას შეეხება.
2021-12-29T19:37+0400
2021-12-29T19:37+0400
2021-12-29T22:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441150_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_e1cebd1aeb8004fdefd2fe059996c84b.jpg
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში მზის ენერგიის განვითარებას ერთად იწყებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR-ს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა Dubai Expo 2020-ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას შეეხება.შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ (ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში). ამ მიზნით კომპანია „მასდარმა“ გამოხატა საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განვითარების ინტერესი.არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა>>როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „მასდარი“ უდიდესი სახელმწიფო ფონდი, გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჩვენს რეგიონში განახლებადი ენერგიების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ავითარებს მზის ენერგეტიკას, ელექტროენერგიის საკმაოდ ხელმისაწვდომი ტარიფებით.ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამან საქართველოს მთავრობის ინტერესი გამოიწვია და ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედგა ფონდის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში, შეირჩა პროექტისთვის კონკრეტული ლოკაციები.მინისტრის თქმით, ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი.„ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის“ მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441150_61:101:1062:851_1920x0_80_0_0_f0bf8deeec707fa6129abb664fb64a36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურნავა საამიროები ენერგეტიკა საქართველო ეკონომიკა
თურნავა საამიროები ენერგეტიკა საქართველო ეკონომიკა
თურნავა: „არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად ვიწყებთ მზის ენერგიის განვითარებას“
19:37 29.12.2021 (განახლებულია: 22:35 29.12.2021) შესაბამისი შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR-ს შორის დღეს გაფორმდა.
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში მზის ენერგიის განვითარებას ერთად იწყებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR-ს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა Dubai Expo 2020-ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას შეეხება.
შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით.
საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ (ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში). ამ მიზნით კომპანია „მასდარმა“ გამოხატა საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განვითარების ინტერესი.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „მასდარი“ უდიდესი სახელმწიფო ფონდი, გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჩვენს რეგიონში განახლებადი ენერგიების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ავითარებს მზის ენერგეტიკას, ელექტროენერგიის საკმაოდ ხელმისაწვდომი ტარიფებით.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამან საქართველოს მთავრობის ინტერესი გამოიწვია და ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედგა ფონდის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში, შეირჩა პროექტისთვის კონკრეტული ლოკაციები.
„ახლა უკვე იწყება ერთობლივი შესწავლა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შემოვა, როგორც პარტნიორი. საუბარი შეეხება 100 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურს, რომელიც განხორციელდება ამ ორი სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით“, – თქვა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი.
„ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის“ მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე იქნება წარმოდგენილი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.