https://sputnik-georgia.com/20211013/arabuli-kompania-saqartvelosi-investirebit-dainteresda-260503476.html
არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრმა კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები... 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T14:17+0400
2021-10-13T14:17+0400
2021-10-13T18:45+0400
ახალი ამბები
საქართველოს ენერგეტიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23105/26/231052696_0:126:3195:1923_1920x0_80_0_0_022d4b0866ef090049758c396432f461.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ წევრ ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებს ნათია თურნავამ დღეს უმასპინძლა.„ეს ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე იმით, რომ მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვამუშავებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.კომპანია „მასდარის“ საქართველოში სტუმრობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ შედგა.კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.
https://sputnik-georgia.com/20211012/mwvane-sagranto-programis-farglebsi-ganacxadebis-mireba-daiwyo-260471708.html
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23105/26/231052696_232:0:2963:2048_1920x0_80_0_0_7dc422faee28c2cf1adefb559df701e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები
არაბული კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა
14:17 13.10.2021 (განახლებულია: 18:45 13.10.2021) ეკონომიკის მინისტრმა კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები განიხილა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ წევრ ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებს ნათია თურნავამ დღეს უმასპინძლა.
„ეს ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე იმით, რომ მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა. განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვამუშავებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
კომპანია „მასდარის“ საქართველოში სტუმრობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ შედგა.
კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.