ბუკმეკერები: საქართველო „ევროვიზია 2022"-ის ნახევარფინალში მესამე ადგილს დაიკავებს

© Courtesy of Eurovision Georgiaჯგუფი Circus-Mircus
ჯგუფი Circus-Mircus  - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2022
გამოწერა
ჯგუფი Circus Mircus „ევროვიზიის“ სცენაზე წარდგება სიმღერით Lock Me In.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველო, რომელსაც „ევროვიზია 2022“-ზე ჯგუფი Circus Mircus წარადგენს, ბუკმეკერების პროგნოზით, მეორე ნახევარფინალში მესამე ადგილს დაიკავებს.
Eurovision World-ის მონაცემებით, თუ Circus Mircus-ი მეორე ნახევარფინალში მესამე ადგილზე გავა, საერთო სიაში 23-ე ადგილს დაიკავებს.
მანამდე ბუკმეკერები საქართველოს 29-ე ადგილს პროგნოზირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარი მონაცემებია, რომელთაც ბუკმეკერები კონკურსის წინ აქვეყნებენ ხოლმე და ისინი სისტემატურად იცვლება.
„ევროვიზია-2022“: საქართველოს წარმომადგენელმა სიმღერა წარადგინა>>>
ჯგუფი Circus Mircus „ევროვიზიის“ სცენაზე წარდგება სიმღერით Lock Me In.
„ევროვიზია 2022“ ტურინში (იტალია) ჩატარდება. იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni). კონკურსში 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0