„ევროვიზია-2022“: საქართველოს წარმომადგენელმა სიმღერა წარადგინა

© Facebook / Circus Mircusტრიო Circus Mircus
ტრიო Circus Mircus  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
გამოწერა
„ევროვიზია-2022“ ტურინში მაისში გაიმართება. საქართველოს წარმომადგენლები სცენაზე მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში გამოვლენ.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ინტერნაციონალურმა მუსიკალურმა ტრიო Circus Mircus-მა, რომელიც საქართველოს სახელით 2022 წლის „ევროვიზიაზე“ გამოვა, წარადგინა საკონკურსო სიმღერა Lock Me In.
კონკურსის პირობებით, „ევროვიზიის“ მონაწილეთა კომპოზიციები 10 მარტამდე უნდა გამოქვეყნდეს.
დაარსების დღიდან ჯგუფმა სხვადასხვა ჟანრის ათი მუსიკალური კლიპი გამოუშვა. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ Circus Mircus არის მოძრაობა, რომელიც უპრეცედენტო აუდიოვიზუალური გამოცდილების შესაქმნელად სხვადასხვა სფეროს ათობით პროფესიონალს აერთიანებს. მათ შორისაა ცნობილი დიზაინერი უტა ბექაია.
საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი Circus Mircus „ევროვიზია 2022“-ზე მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში გამოვა. ზუსტ რიგით ნომერს შოუს პროდიუსერები მაშინ დაადგენენ, როცა ყველა სიმღერა გახდება ცნობილი. ეს აპრილამდე არ მოხდება.
© Facebook / Circus Mircusჯგუფი Circus Mircus
Группа Circus Mircus - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2022
ჯგუფი Circus Mircus
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
ნახევარფინალები 10 და 12 მაისს გაიმართება, ფინალი კი 14 მაისს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 41 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
შარშან კონკურსზე წარდგა თორნიკე ყიფიანი სიმღერით You. მაგრამ შემსრულებელი ფინალში ვერ გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0