https://sputnik-georgia.com/20220407/turqetis-moqalaqes-saqartveloshi-patimroba-sheeparda-265819788.html
მიგრანტების უკანონო გადაყვანა: თურქეთის მოქალაქეს საქართველოში პატიმრობა შეეფარდა
მიგრანტების უკანონო გადაყვანა: თურქეთის მოქალაქეს საქართველოში პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა... 07.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-07T17:50+0400
2022-04-07T17:50+0400
2022-04-07T21:48+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
თურქეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_0:41:2936:1693_1920x0_80_0_0_3236b3dca6d3f68ae5d97a46debe9c0b.jpg
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, თურქეთის მოქალაქემ საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის ოთხი მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა და მოგვიანებით მათ იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები, აგრეთვე, იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად, საფრანგეთის რესპუბლიკის ყალბი ბინადრობის მოწმობები გადასცა.„აღნიშნულმა პირებმა მსჯავრდებულის მიერ გადაცემული ბინადრობის ყალბი მოწმობები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარადგინეს ქუთაისი–მილანის ავიარეისზე რეგისტრაციის დროს, რითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 17 ივლისს დააკავეს.დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/08/249389956_312:0:2624:1734_1920x0_80_0_0_fc9fd48504eeccb7b7853d69dc94201f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თურქეთი , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, თურქეთი , ახალი ამბები
მიგრანტების უკანონო გადაყვანა: თურქეთის მოქალაქეს საქართველოში პატიმრობა შეეფარდა
17:50 07.04.2022 (განახლებულია: 21:48 07.04.2022) თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს 6 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თურქეთის მოქალაქემ საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით თურქეთის ოთხი მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა და მოგვიანებით მათ იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები, აგრეთვე, იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად, საფრანგეთის რესპუბლიკის ყალბი ბინადრობის მოწმობები გადასცა.
„აღნიშნულმა პირებმა მსჯავრდებულის მიერ გადაცემული ბინადრობის ყალბი მოწმობები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარადგინეს ქუთაისი–მილანის ავიარეისზე რეგისტრაციის დროს, რითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 17 ივლისს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.