https://sputnik-georgia.com/20220407/saqartvelos-mtavroba-ekonomikuri-zrdis-dacqarebis-gegmaze-musaobs-265829248.html
საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გეგმაზე მუშაობს
საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გეგმაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
ეკონომიკურ საბჭოზე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში სურსათის მარაგებთან დაკავშირებით პრობლემა არ არის
2022-04-07T23:56+0400
2022-04-07T23:56+0400
2022-04-07T23:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_7d3f25bac2297beb8003d367a2ff0a31.jpg
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარების საკითხები განიხილა, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გავრცელებული ინფორმაციით, განიხილებოდა გადასადგმელი ნაბიჯები სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ექსპორტის პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების მიზნით. შეხვედრაზე ასევე სამრეწველო-სასურსათო მარაგების თემას შეეხნენ.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში კონტრაქტების მოცულობის გაზრდას, რაც ქვეყანას გრძელვადიანი შესყიდვების საშუალებას მისცემს.შეხვედრაზე ასევე სასურსათო მარაგების საკითხი განიხილეს. აღინიშნა, რომ მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის, ხოლო სატრანსპორტო სატვირთო ნაკადების ზრდის გამო ლოგისტიკის საკითხები კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას მოითხოვს.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 14,6% შეადგინა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, იანვარი–თებერვლის საშუალო მაჩვენებელმა კი – 16,3%.წყარო - მთავრობის პრეს-სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708420_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_a158d3db2604373228f20c2ab99af8a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მთავრობა ეკონომიკა ზრდა დაჩქარება გეგმა
საქართველო მთავრობა ეკონომიკა ზრდა დაჩქარება გეგმა
საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების გეგმაზე მუშაობს
23:56 07.04.2022 (განახლებულია: 23:58 07.04.2022) ეკონომიკურ საბჭოზე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში სურსათის მარაგებთან დაკავშირებით პრობლემა არ არის
თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარების საკითხები განიხილა, ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, განიხილებოდა გადასადგმელი ნაბიჯები სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ექსპორტის პოტენციალისა და ტურიზმის განვითარების მიზნით. შეხვედრაზე ასევე სამრეწველო-სასურსათო მარაგების თემას შეეხნენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში კონტრაქტების მოცულობის გაზრდას, რაც ქვეყანას გრძელვადიანი შესყიდვების საშუალებას მისცემს.
სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ტურიზმის აღდგენის მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე დინამიკა დამაიმედებელია, კერძოდ, 2019 წელთან შედარებით ტურიზმის 70%-იანი აღდგენა ამ ეტაპზე პროგნოზის მიხედვით მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ასევე სასურსათო მარაგების საკითხი განიხილეს. აღინიშნა, რომ მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის, ხოლო სატრანსპორტო სატვირთო ნაკადების ზრდის გამო ლოგისტიკის საკითხები კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას მოითხოვს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 14,6% შეადგინა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, იანვარი–თებერვლის საშუალო მაჩვენებელმა კი – 16,3%.