დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 აპრილი

© AFP 2024 / Patrick Hertzogგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 7 აპრილია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
იმოქმედეთ ფრთხილად, არ იჩქაროთ, ეცადეთ, გეგმას მიჰყვეთ. ასე შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას. სჯობს, საკუთარი ძალების იმედი გქონდეთ და არ დაელოდოთ სხვების დახმარებას. არცთუ ხელსაყრელი დღეა სრულიად უცნობი საქმის წამოწყებისთვის, ჩვევების კარდინალურად შცვლის ან ძველი კავშირების გაწყვეტისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 აპრილი>>
ვერძი: ისწავლეთ, დასვით კითხვები, შეაგროვეთ ინფორმაცია. დღეს გაქვთ შანსი, რომ გაიგოთ რაღაც მნიშვნელოვანი, მიიღოთ გამოცდილება, რომელიც მალე გამოგადგებათ. კარგი დღეა ახლობლებთან მომავალზე დასალაპარაკებლად. თამამი გეგმები ფანტაზია აღარ იქნება და რეალურ კონტურებს მიიღებს.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
კურო: კარგი დღეა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრისთვის. შეძლებთ საერთო ენის გამონახვას ნებისმიერთან. გაიხსნება ახალი პროფესიული პერსპექტივები, მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ კარიერულ კიბეზე წინსვლისთვის. გაგახარებთ ახლობლებთან საუბრები, შეძლებთ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებას.
ტყუპი: მშფოთვარე, მაგრამ ძალიან საინტერესო დღე გელოდებათ. მოგიწევთ რამდენიმე, მათ შორის, სხვების საქმის ერთდროულად გაკეთება. მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ელოდებოდით, სიურპრიზების ნაკლებობა არ იქნება. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით და ამაში ინტუიციაც დაგეხმარებათ.
კირჩხიბი: კარგი დღეა რთული სამუშაო ამოცანების გადასაჭრელად. დროს უქმად არ დაკარგავთ და მიზნისკენ მიმავალ უმოკლეს გზას იპოვით. ასევე კარგი დღეა პირადი ურთიერთობებისთვის. ადვილად იპოვით საერთო ენას ადამიანებთან. გამონახავთ საინტერესო ხერხს იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი გაახაროთ.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: ინტუიცია გიკარნახებთ, რომ დროა, იმაზე ილაპარაკოთ, რაზეც მხოლოდ მინიშნებებით ლაპარაკობდით. დღეს თქვენი პირდაპირობა უხეშობად არავის მოეჩვენება. ამის წყალობით თავიდან აიცილებთ გაუგებრობებს. ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ დასვენებისთვისაც გამონახავთ დროს. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა.
ქალწული: საქმიანი მოლაპარაკებები მოსალოდნელზე უკეთესად ჩაივლის. მოგისმენენ ისინიც კი, ვისაც მხოლოდ საკუთარი აზრი აინტერესებს. თუ საინტერესო საქმიანი იდეა გაქვთ, დღეს შეგიძლიათ ამაზე თამამდ ილაპარაკოთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელობები გელოდებათ, მაგრამ თავს კარგად გაართმევთ.
სასწორი: კარგი იქნება, თუ ჩვეულ რაღაცებს ახლებურად შეხედავთ. დაინახავთ იმას, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით, მიხვდებით, როგორ უნდა შეცვალოთ სიოტუაცია უკეთესობისკენ. მცირე უსიამოვნებებისა და დაძაბული მომენტების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ, თუმცა კარგი განწყობის შენარჩუნებას შეძლებთ.
Невеста перед свадьбой - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან
მორიელი: ძნელი იქნება უთანხმოებების თავიდან არიდება. დიდი ალბათობით, ეს სამუშაოსთან და ბიზნესთან იქნება დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, შეძლებთ კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ყველასთან. გაუგებრობები სახლშიც მოსალოდნელია, მაგრამ ყველაფერს სწრაფად მოაგვარებთ.
მშვილდოსანი: კარგი დღეა მოალაპარაკებებისთვის, იმ ადამიანებთან შეხვედრისთვის, ვისაც თქვენი იდეების რეალიზაციაში დახმარება შეუძლია. გაჩნდებიან ახალი მოკავშირეები, რომლებიც მალე შეიძლება თქვენი მეგობრები გახდნენ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან, მათ შორის ბავშვობის მეგობრებთან შეხვედრა.
თხის რქა: სჯობს, არ იჩქაროთ. დღის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება, აჯობებს, თუ ძველ საქმეებს დაასრულებთ. გადაწყვეტილებებს სანამ მიიღებთ, კარგად დაფიქრდით. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და უკვე იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ რთულ საქმეებთან შეჭიდება.
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2022
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
მერწყული: არცთუ მარტივი, მაგრამ საინტერესო და პროდუქტიული დღე გელოდებათ. საქმე მოსალოდნელზე მეტი გექნებათ, მაგრამ ყველაფერს დროულად მოასწრებთ. გექნებათ საშუალება, რომ განიხილოთ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, დროულად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია.
თევზები: ინტუიცია გიკარნახებთ, რომ ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და არც შეცდებით. ბევრი რამ თავისთავად აეწყობა და მიიღებთ საჭირო შედეგებს. დღის მეორე ნახევარში შეყვარებულებს, ასევე მათ, ვინც ბოლო დროს რომანტიკის ნაკლებობას განიციდიდა, საოცარი სიუპრიზები ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0