უკრაინამ ბრალდებები უნდა დაამტკიცოს - საქართველოს ვიცე-პრემიერი

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
მტკიცებულებები ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს, განაცხადა თეა წულუკიანმა.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. უკრაინამ უმოკლეს დროში უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.

„ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას, ძალიან რბილად რომ ვთქვა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, მტკიცებულებები ბრალდების მხარემ უნდა წარმოადგინოს.
„ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
უკრაინა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა - წულუკიანი>>
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
ეს შეურაცხმყოფელია: სუბარი უკრაინის დაზვერვის სამმართველოს განცხადებაზე
სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
ყველა ახალი ამბავი
0