https://sputnik-georgia.com/20220405/ukraina-saqartvelodan-gaqceuli-kriminalebis-nakrzalad-gadaoqca-wulukiani-265762521.html
უკრაინა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა - წულუკიანი
უკრაინა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა - წულუკიანი
Sputnik საქართველო
უკრაინის ბრალდებებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა „ბინძური ტყუილი“ უწოდა. 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T16:53+0400
2022-04-05T16:53+0400
2022-04-05T21:21+0400
პოლიტიკა
საქართველო
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/16/250416040_0:0:3346:1882_1920x0_80_0_0_0c70c2091ee7cab4fd8825bc9675d39c.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთში კონტრაბანდასთან დაკავშირებით კიევის ბრალდების საპასუხოდ.უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.უკრაინის ბრალდებებს ვიცე-პრემიერმა „ბინძური ტყუილი“ უწოდა. წულუკიანმა მიმართა თავის უკრაინელ კოლეგას, ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკს და განაცხადა, რომ საქართველოს საზღვრები მკაცრად კონტროლდება.„ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი“, – აღნიშნა წულუკიანმა.მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.კობახიძე უკრაინის ბრალდებებზე: კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილი იყო>>სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პივრელივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას, განაცხადეს სამინისტროში.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/16/250416040_615:0:3346:2048_1920x0_80_0_0_941b96191b1ea4c12b9ebd52c916aaa0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, უკრაინა , ახალი ამბები
პოლიტიკა, საქართველო, უკრაინა , ახალი ამბები
უკრაინა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა - წულუკიანი
16:53 05.04.2022 (განახლებულია: 21:21 05.04.2022) უკრაინის ბრალდებებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა „ბინძური ტყუილი“ უწოდა.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. უკრაინა გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთში კონტრაბანდასთან დაკავშირებით კიევის ბრალდების საპასუხოდ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
„უკრაინა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად. ამიტომაც მე ვისურვებდი, რომ უკრაინის მთავრობა არ აჰყვეს კრიმინალებს, მათ ნაამბობს“, – განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე.
უკრაინის ბრალდებებს ვიცე-პრემიერმა „ბინძური ტყუილი“ უწოდა. წულუკიანმა მიმართა თავის უკრაინელ კოლეგას, ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკს და განაცხადა, რომ საქართველოს საზღვრები მკაცრად კონტროლდება.
„ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ბინძური ტყუილი“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პივრელივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას, განაცხადეს სამინისტროში.