https://sputnik-georgia.com/20220405/kobaxidze-ukrainis-braldebebze-kontrabanduli-produqti-saakashvili-iyo-265757546.html
კობახიძე უკრაინის ბრალდებებზე: კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილი იყო
კობახიძე უკრაინის ბრალდებებზე: კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილი იყო
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, უკრაინის ხელისუფლება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაამტკიცებს, რადგანაც იგი აბსურდულია. 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T14:40+0400
2022-04-05T14:40+0400
2022-04-05T20:18+0400
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_0aa35621e6a16816951566b3b5aff6d0.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული საქონლის შესვლასთან დაკავშირებით უკრაინის ბრალდებებზე კომენტარისას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე გაიხსენა, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ შემოსვლა ედება ბრალად.უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.თავად უკრაინის მხარის ბრალდებას კობახიძემ აბსურდი უწოდა.„ეს არის უბრალოდ აბსურდი. (მათ) ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, თუნდაც ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ. უკრაინის ხელისუფლება არის ომის მდგომარეობაში, შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო რაღაც დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინული მხარე ვერ შეძლებს ვერანაირი მტკიცებულებების წარმოდგენას. ამასთან, იგი მოუწოდებს უკრაინას, დაასახელოს ინფორმაციის წყარო.2021 წლის 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს კი ფაბრიკაციას უწოდებს.უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას კიევში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319447_164:140:1116:854_1920x0_80_0_0_9e6b5d1054dd3f123564ffa69323cbde.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, ახალი ამბები
კობახიძე უკრაინის ბრალდებებზე: კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილი იყო
14:40 05.04.2022 (განახლებულია: 20:18 05.04.2022) მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, უკრაინის ხელისუფლება მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაამტკიცებს, რადგანაც იგი აბსურდულია.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდული საქონლის შესვლასთან დაკავშირებით უკრაინის ბრალდებებზე კომენტარისას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე გაიხსენა, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ შემოსვლა ედება ბრალად.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
„უკრაინიდან კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით შემოვიდა. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. თქვენ შეგიძლიათ დაინტერესდეთ იმით, თუ როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
თავად უკრაინის მხარის ბრალდებას კობახიძემ აბსურდი უწოდა.
„ეს არის უბრალოდ აბსურდი. (მათ) ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვაქვს უფლება, თუნდაც ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ. უკრაინის ხელისუფლება არის ომის მდგომარეობაში, შესაბამისად, ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო რაღაც დემარში, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინული მხარე ვერ შეძლებს ვერანაირი მტკიცებულებების წარმოდგენას. ამასთან, იგი მოუწოდებს უკრაინას, დაასახელოს ინფორმაციის წყარო.
2021 წლის 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნებული სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს კი ფაბრიკაციას უწოდებს.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას კიევში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა მისცეს.