https://sputnik-georgia.com/20220406/onis-municipalitetsi-mewyeri-camowva-265801757.html
ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა
ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა
Sputnik საქართველო
გზის აღდგენითი სამუშაოები გეოლოგიური კვლევის შემდეგ დაიწყება.
2022-04-06T22:36+0400
2022-04-06T22:36+0400
2022-04-06T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24116/84/241168494_0:54:2000:1179_1920x0_80_0_0_27adad8a8b2dba9ef3bb2f27d26d2d5b.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორგითში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.მეწყრული პროცესის განვითარება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.გავრცელებული ინფორმაციით, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა. ამასთან, მეწყერმა მუნიციპალიტეტის ცენტრს მთლიანად მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი.რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი ადგილზე იმყოფებოდნენ და შექმნილ ვითარებას გაეცნენ.„საჭიროა მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასის გაწმენდა, დროებითი გზის მოწყობა და შემდგომ ნაპირსამაგრი ღონისძიებების დაგეგმვა–განხორციელება“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხმორი-ღუნდის დამაკავშირებელი ალტერნატიული შემოვლითი საფეხმავლო გზის აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია სპეცტექნიკა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან სოფლის მოსახლეობასთან.გზის დაზიანებულ მონაკვეთთან დაკავშირებით საჭიროა გეოლოგიური კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდება. სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე კი გზის სარეაბილიტრაციო სამუშაოები ჩატარდება.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24116/84/241168494_178:0:1822:1233_1920x0_80_0_0_28e9ff8e582be778cd43f194a38b06ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ონი მუნიციპალიტეტი მეწყერი
ონი მუნიციპალიტეტი მეწყერი
ონის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა
22:36 06.04.2022 (განახლებულია: 22:56 06.04.2022) გზის აღდგენითი სამუშაოები გეოლოგიური კვლევის შემდეგ დაიწყება.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორგითში მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მეწყრული პროცესის განვითარება ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა. ამასთან, მეწყერმა მუნიციპალიტეტის ცენტრს მთლიანად მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი.
რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი ადგილზე იმყოფებოდნენ და შექმნილ ვითარებას გაეცნენ.
„საჭიროა მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასის გაწმენდა, დროებითი გზის მოწყობა და შემდგომ ნაპირსამაგრი ღონისძიებების დაგეგმვა–განხორციელება“, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხმორი-ღუნდის დამაკავშირებელი ალტერნატიული შემოვლითი საფეხმავლო გზის აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია სპეცტექნიკა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან სოფლის მოსახლეობასთან.
გზის დაზიანებულ მონაკვეთთან დაკავშირებით საჭიროა გეოლოგიური კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდება. სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე კი გზის სარეაბილიტრაციო სამუშაოები ჩატარდება.