https://sputnik-georgia.com/20220406/kulturis-saministrom-literaturis-afxazur-da-osur-enebze-targmnis-konkursi-gamoacxada-265790536.html
კულტურის სამინისტრომ ლიტერატურის აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნის კონკურსი გამოაცხადა
კულტურის სამინისტრომ ლიტერატურის აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნის კონკურსი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
კონკურსის მიზანია ქართულ-აფხაზური, ასევე ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება. 06.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-06T17:39+0400
2022-04-06T17:39+0400
2022-04-06T20:46+0400
კულტურა საქართველოში
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004655_0:30:2000:1155_1920x0_80_0_0_3f9cce989162a2870c61b8947e973b1c.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანამედროვე ნაწარმოებების ქართულიდან აფხაზურ და ოსურ, ასევე აფხაზურიდან და ოსურიდან ქართულად თარგმნა-გამოცემაზე კონკურსი გამოაცხადა.კონკურსის მიზანია ქართულ-აფხაზური, ასევე ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმანების განხორციელების გზით.უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს კულტურის სამინისტრო გეგმავს საზეიმოდ აღნიშნოს აფხაზური ენის დღე, რომელიც, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთში სახელმწიფო ენაა. სამინისტროში განაცხადეს, რომ მოცემული კონკურსი აფხაზური ენის დღის ღირსეულად აღნიშვნას შეუწყობს ხელს.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება.უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს იმ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს სალიტერატურო სფეროში მოღვაწე როგორც ქართველ, ასევე აფხაზ და ოს ავტორთა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას მათი შემოქმედების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.კულტურის სამინისტრომ საბავშვო მწერლებისთვის კონკურსი გამოაცხადა>>საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 6 აპრილიდან 2022 წლის 15 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 877 816.ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გასაჯაროვდება კულტურის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004655_102:0:1882:1335_1920x0_80_0_0_c3e2b0bde1302acc8ae3ddc21b1638da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
კულტურა საქართველოში, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
კულტურის სამინისტრომ ლიტერატურის აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნის კონკურსი გამოაცხადა
17:39 06.04.2022 (განახლებულია: 20:46 06.04.2022) კონკურსის მიზანია ქართულ-აფხაზური, ასევე ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანამედროვე ნაწარმოებების ქართულიდან აფხაზურ და ოსურ, ასევე აფხაზურიდან და ოსურიდან ქართულად თარგმნა-გამოცემაზე კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია ქართულ-აფხაზური, ასევე ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმანების განხორციელების გზით.
კონკურსის სახელწოდებაა „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“, სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი კი 50 ათასი ლარია. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს კულტურის სამინისტრო გეგმავს საზეიმოდ აღნიშნოს აფხაზური ენის დღე, რომელიც, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთში სახელმწიფო ენაა. სამინისტროში განაცხადეს, რომ მოცემული კონკურსი აფხაზური ენის დღის ღირსეულად აღნიშვნას შეუწყობს ხელს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება.
უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს იმ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს სალიტერატურო სფეროში მოღვაწე როგორც ქართველ, ასევე აფხაზ და ოს ავტორთა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას მათი შემოქმედების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 6 აპრილიდან 2022 წლის 15 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 877 816.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტის შესახებ გასაჯაროვდება კულტურის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 2 მაისისა.