https://sputnik-georgia.com/20220405/kulturis-saministrom-sabavsvo-mwerlebistvis-konkursi-gamoacxada-265760630.html
კულტურის სამინისტრომ საბავშვო მწერლებისთვის კონკურსი გამოაცხადა
კულტურის სამინისტრომ საბავშვო მწერლებისთვის კონკურსი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოვლინდებიან. 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T18:14+0400
2022-04-05T18:14+0400
2022-04-05T22:31+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24445/44/244454475_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_0004985ad80cb5e3844e1aa331b2d9e6.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. კულტურის სამინისტრომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს); საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; ხოლო ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:1. საუკეთესო პოეტური წიგნი (ერთი პრემია);2. საუკეთესო პროზაული წიგნი (სამი პრემია);3. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (ორი პრემია);4. საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (ერთი პრემია);5. საუკეთესო დებიუტი (ერთი პრემია);6. საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (ერთი პრემია);7. საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (ერთი პრემია);8. საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (ერთი პრემია).საპროექტო განაცხადები მიიღება 2022 წლის 5 აპრილიდან 30 მაისის 18:00 საათამდე. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი გაიმართება 2022 წლის ოქტომბერში.თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 ათას ლარს.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წინა (2021) წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოების შესაფასებლად.კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტმა ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით სამ ეგზემპლარად „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს აქვს შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე - docs@creativegeorgia.ge.კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით აღნიშნული კონკურსი მეორედ ცხადდება. გასულ წელს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ 8 ნომინაციაში და გაიცა 9 პრემია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24445/44/244454475_682:384:2901:2048_1920x0_80_0_0_876a763647fe4b97d83de8947e3d17b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
კულტურის სამინისტრომ საბავშვო მწერლებისთვის კონკურსი გამოაცხადა
18:14 05.04.2022 (განახლებულია: 22:31 05.04.2022) კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოვლინდებიან.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. კულტურის სამინისტრომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს); საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს; ხოლო ნომინაციაზე „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“ განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო პოეტური წიგნი (ერთი პრემია);
2. საუკეთესო პროზაული წიგნი (სამი პრემია);
ყველაზე პატარებისთვის, 3–6 წელი;
პატარებისთვის, 7–12 წელი;
3. საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (ორი პრემია);
ყველაზე პატარებისთვის, 3–6 წელი;
პატარებისთვის, 7–12 წელი;
4. საუკეთესო საბავშვო დრამატურგია (ერთი პრემია);
5. საუკეთესო დებიუტი (ერთი პრემია);
6. საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი (ერთი პრემია);
7. საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი (ერთი პრემია);
8. საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის (ერთი პრემია).
საპროექტო განაცხადები მიიღება 2022 წლის 5 აპრილიდან 30 მაისის 18:00 საათამდე. კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი გაიმართება 2022 წლის ოქტომბერში.
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 ათას ლარს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წინა (2021) წელს წიგნად გამოცემული ნაწარმოების შესაფასებლად.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტმა ნაწარმოები უნდა წარმოადგინოს როგორც ელექტრონული ფორმით, ისე ნაბეჭდი წიგნის სახით სამ ეგზემპლარად „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო დრამატურგია“ და „საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი“ კონკურსანტს აქვს შესაძლებლობა, პიესები და ინოვაციური პროექტები წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტაზე - docs@creativegeorgia.ge.
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით აღნიშნული კონკურსი მეორედ ცხადდება. გასულ წელს კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ 8 ნომინაციაში და გაიცა 9 პრემია.