მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბორელი: ევროკავშირს არ სურს უკრაინის დამარცხება

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ევროკავშირს არ სურს უკრაინის დამარცხება რუსეთთან კონფლიქტში, ამიტომ გააგრძელებს მის შეიარაღებას, განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

„ამ პარლამენტში მეუბნებოდნენ, რომ საჭიროა კონფლიქტის შეძლებისდაგვარად მალე დასრულება, რისთვისაც უკრაინის შეიარაღება უნდა შეწყდეს. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ყველაფერი დანგრეული და დამარცხებული ქვეყნით დამთავრდეს, რომელსაც მილიონობით ლტოლვილი და ათასობით დაღუპული ეყოლება. ამიტომ ჩვენ უნდა გავნაგრძოთ უკრაინის შეიარაღება“, — განაცხადა მან.

ამასთან ჟოზეპ ბორელმა აღნიშნა, რომ ერთი მილიარდი ევრო, რომელიც ევროკავშირმა გამოყო უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად, „არც ისე მნიშვნელოვანი თანხაა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენს ხარჯავს ევროკავშირი ყოველდღიურად რუსეთიდან საწვავის შესყიდვაზე“.
ყველა ახალი ამბავი
0