დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიებმა კინოწარმოებისთვის ალიანსი შექმნეს

© photo: Sputnik / Aleksej Danichev / გადასვლა მედიაბანკშიფილმის გადაღება
ფილმის გადაღება - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
ალიანსი არ იქნება პოლიტიკური იდეების გამტარებელი და მხოლოდ შემოქმედებითი საკითხებით შემოიფარგლება.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს ცნობილმა კინოსტუდიებმა კინოპროდუქციის ერთობლივი წარმოებისთვის ალიანსის შექმნა გადაწყვიტეს, იუწყება უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს პრეს-სამსახური.
დუშანბეში დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების დირექტორთა IV საბჭო გაიმართა კინემატოგრაფიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ „უზბეკფილმის“, ბელარუსფილმის“, „ყაზახფილმის“, „სანქტ-პეტერბურგის დოკუმენტური ფილმების სტუდიის“, „ქართული ფილმის“, მოლდოვის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „მოსფილმის“, „ლენფილმისა“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საბჭოს მონაწილეებმა ერთხმად გადაწყვიტეს ალიანსის შექმნა, რომლის სამუშაო დასახელება იქნება „დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი გაერთიანება“.

საბჭოს მონაწილეები შეთანხმდნენ დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს ფილმების ერთიანი ოქროს კოლექციის შექმნაზე, მის დუბლაჟზე მსოფლიო ენებზე. განიხილეს ალიანსის ქვეყნების კინოსტუდიების ნაწარმოები საუკეთესო ნიმუშების პოპულარიზაციის საკითხები მსოფლიო კინოსივრცეში.
ყველა ახალი ამბავი
0