https://sputnik-georgia.com/20220406/5-ivlisis-saqme-sasamartlom-7-piri-damnashaved-cno-265782398.html
5 ივლისის საქმე: სასამართლომ კიდევ შვიდი პირი ცნო დამნაშავედ
5 ივლისის საქმე: სასამართლომ კიდევ შვიდი პირი ცნო დამნაშავედ
Sputnik საქართველო
აღნიშნულ საქმეზე სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის. 06.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-06T14:36+0400
2022-04-06T14:36+0400
2022-04-06T19:11+0400
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო.ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს და დავით ქოჩიაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით პატიმრობა, ვანო ბურდულს კი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.ყველა მათგანს ბრალი ედებოდა „ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში“, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და ექვსი პირი „ჯგუფურ ძალადობაში“ ცნო დამნაშავედ, ერთი კი „ძალადობაში“.საქმის მასალების თანახმად, სამი ბრალდებული ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა, დანარჩენებმა კი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი რიგითი მოქალაქე სცემეს.საუბარია ტელეკომპანიების - „TV პირველის", „ფორმულას", „მთავარი არხის", „იმედის", „რუსთავი2"-ის, „რადიო თავისუფლების", „პირველი არხისა“ და მედიაკომპანია „ტაბულას" ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაზე.ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე>>>ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა.იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.საქმეზე პირველი განაჩენი 17 მარტს გამოიტანეს. ამ დროისათვის სასამართლომ დამნაშავედ 21 პირი ცნო, აქედან 20-ს პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი ჯარიმა დაეკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
5 ივლისის საქმე: სასამართლომ კიდევ შვიდი პირი ცნო დამნაშავედ
14:36 06.04.2022 (განახლებულია: 19:11 06.04.2022) აღნიშნულ საქმეზე სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო.
ირაკლი წიგნაძეს, ბაქარ მაისურაძეს, ნიკოლოზ დადვანს, მუხრან დადვანს, თორნიკე გაბელიანს და დავით ქოჩიაშვილს სასჯელის სახით ერთი წლით პატიმრობა, ვანო ბურდულს კი 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ყველა მათგანს ბრალი ედებოდა „ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში“, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა და ექვსი პირი „ჯგუფურ ძალადობაში“ ცნო დამნაშავედ, ერთი კი „ძალადობაში“.
საქმის მასალების თანახმად, სამი ბრალდებული ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა, დანარჩენებმა კი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი რიგითი მოქალაქე სცემეს.
საუბარია ტელეკომპანიების - „TV პირველის", „ფორმულას", „მთავარი არხის", „იმედის", „რუსთავი2"-ის, „რადიო თავისუფლების", „პირველი არხისა“ და მედიაკომპანია „ტაბულას" ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ძალადობაზე.
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია ასევე 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრება მაინც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია შეეცადა აქციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონოდა, შეტაკებები მაინც მოხდა.
იმ დღეებში სულ 31 ადამიანი დააკავეს, მათგან 27 ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ანგარიშსწორებისთვის.
საქმეზე პირველი განაჩენი 17 მარტს გამოიტანეს. ამ დროისათვის სასამართლომ დამნაშავედ 21 პირი ცნო, აქედან 20-ს პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი ჯარიმა დაეკისრა.