https://sputnik-georgia.com/20220401/strasburgis-sasamartlom-gansaxilvelad-miiro-sarceli-5-ivlisis-movlenebze-265682026.html
სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე
სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე
Sputnik საქართველო
სარჩელის ძირითადი აქცენტი ძალადობის დროს სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობაზეა გაკეთებული. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T20:11+0400
2022-04-01T20:11+0400
2022-04-01T22:45+0400
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/90/234289051_0:283:3528:2268_1920x0_80_0_0_a3ae75b520997ec7eece53d9ff939ee5.jpg
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად მიიღო ლგბტ–საზოგადოების დამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ სარჩელი, რომელმაც გაასაჩივრა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 5–6 ივლისს „ღირსების მარშის” ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ „მარში“ არ ჩატარდა, ხოლო რადიკალურად განწყობილი ადამიანები ამ დღეს სასტიკად გაუსწორდნენ მასმედიის წარმომადგენლებს.ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მონაცემებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათ გაასაჩივრეს 5–6 ივლისის მოვლენები, როგორც ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა: დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველი მოპყრობა და შეკრების თავისუფლების ხელყოფა.საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში ლგბტ-თემის აქციის საქმე წააგო>>განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და იმაზე, რომ პროკურატურამ მსხვერპლები დაზარალებულად არ ცნო.ეს უკვე მესამე სარჩელია სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც შეაქვთ საქართველოში ლგბტ–საზოგადოების უფლებების არასაკმარისი დაცვის გამო. სახელმწიფომ წააგო ორი სარჩელი – 2012 წლის 17 მაისის და 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე. ორივე შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ლგბტ–თემის წარმომადგენლები და ხელისუფლებას დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23428/90/234289051_64:0:3464:2550_1920x0_80_0_0_f087f49655456c40fdc5b98744ba56f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე
20:11 01.04.2022 (განახლებულია: 22:45 01.04.2022) სარჩელის ძირითადი აქცენტი ძალადობის დროს სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობაზეა გაკეთებული.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად მიიღო ლგბტ–საზოგადოების დამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ სარჩელი, რომელმაც გაასაჩივრა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 5–6 ივლისს „ღირსების მარშის” ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ „მარში“ არ ჩატარდა, ხოლო რადიკალურად განწყობილი ადამიანები ამ დღეს სასტიკად გაუსწორდნენ მასმედიის წარმომადგენლებს.
ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“
მონაცემებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათ გაასაჩივრეს 5–6 ივლისის მოვლენები, როგორც ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა: დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველი მოპყრობა და შეკრების თავისუფლების ხელყოფა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და იმაზე, რომ პროკურატურამ მსხვერპლები დაზარალებულად არ ცნო.
ეს უკვე მესამე სარჩელია სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც შეაქვთ საქართველოში ლგბტ–საზოგადოების უფლებების არასაკმარისი დაცვის გამო. სახელმწიფომ წააგო ორი სარჩელი – 2012 წლის 17 მაისის და 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე. ორივე შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ლგბტ–თემის წარმომადგენლები და ხელისუფლებას დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.