https://sputnik-georgia.com/20220405/usufasvili-ewvobs-ukrainis-braldebebze-265759317.html
უსუფაშვილს საქართველოს მიმართ უკრაინის ბრალდებების უტყუარობაში ეჭვი შეეპარა
უსუფაშვილს საქართველოს მიმართ უკრაინის ბრალდებების უტყუარობაში ეჭვი შეეპარა
Sputnik საქართველო
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ მსგავს საკითხებში. 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T16:49+0400
2022-04-05T16:49+0400
2022-04-05T21:18+0400
პოლიტიკა
საქართველო
უკრაინა
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/97/233689785_0:29:1232:722_1920x0_80_0_0_3d9cac0569e578c6611f5d9b15820fa4.jpg
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის თაობაზე უკრაინის ბრალდებების დაჯერება მტკიცებულებების გარეშე შეუძლებელია, ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა პარტიიდან „ლელო – საქართველოსთვის“ დავით უსუფაშვილმა.უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.აქვე მან დაამატა: „არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული, ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია“.უსუფაშვილმა თხოვნით მიმართა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მთავრობას, რომ ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.„ვისურვებდი მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფილი იყოს ეს ინფორმაცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს ინდივიდების და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს ბრალი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.კობახიძე უკრაინის ბრალდებებზე: კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილი იყო>>სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას, აღნიშნეს სამინისტროში.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/97/233689785_116:0:1117:751_1920x0_80_0_0_9fddd12514e4da636f0c185e36e606ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, უკრაინა , რუსეთი, ახალი ამბები
პოლიტიკა, საქართველო, უკრაინა , რუსეთი, ახალი ამბები
უსუფაშვილს საქართველოს მიმართ უკრაინის ბრალდებების უტყუარობაში ეჭვი შეეპარა
16:49 05.04.2022 (განახლებულია: 21:18 05.04.2022) პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ მსგავს საკითხებში.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის თაობაზე უკრაინის ბრალდებების დაჯერება მტკიცებულებების გარეშე შეუძლებელია, ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა პარტიიდან „ლელო – საქართველოსთვის“ დავით უსუფაშვილმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
„ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე და ასე შემდეგ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია... მსგავსი მოვლენა თეორიის, ფანტასტიკის სფეროა“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.
აქვე მან დაამატა: „არ მჯერა, რომ საქართველოში ვინმე ასეთი საქმიანობით არის დაკავებული, ან ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლია“.
უსუფაშვილმა თხოვნით მიმართა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მთავრობას, რომ ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
„ვისურვებდი მალე ან მტკიცებულება დაიდოს, ან უარყოფილი იყოს ეს ინფორმაცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს ინდივიდების და მთავრობების მიმართაც. ვინც ბრალი წამოაყენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს ბრალი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინას, წარმოადგინოს მტკიცებულებები რუსეთში კონტრაბანდის ბრალდებებთან დაკავშირებით. უწყებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ის, რაც უკრაინამ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია.
სუსმა ასევე შეახსენა უკრაინას, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლა რიგი საერთაშორისო შეთანხმებებით არის გათვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ამ ბრალდებას სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული უწოდეს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პირველივე დღიდან საქართველო უმკაცრესად აკონტროლებს საბაჟო–გამშვებ პუნქტებს ქვეყანაში და ამოწმებს ტვირთების შემოსვლასა და გასვლას, აღნიშნეს სამინისტროში.