ქართულ „მიტოვებულ სოფელს“ ამსტერდამში საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი უწოდეს

© photo: Sputnikამსტერდამი
ამსტერდამი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2022
გამოწერა
ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია და ის იმ ადამიანის მეტაფორას წარმოადგენს, რომელმაც დაივიწყა სიყვარული.
თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მიტოვებული სოფელი“ ამსტერდამში (ნიდერლანდი) ანიმაციური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე KABOOM დაჯილდოვდა პრიზით „საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი“.
„ვულოცავთ მარიამს და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს“, – ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ფილმ „მიტოვებული სოფლის“ ჩვენება გაიმართა 2 აპრილს ამსტერდამის კინომუზეუმში EYE. ასევე 2 აპრილს ფილმის პროდიუსერი მარიამ კანდელაკი პლატფორმა Filmmakers Talk-ის მონაწილე გახდა.
ანიმაციური ფილმის პრემიერა 2020 წლის 23 ნოემბერს ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში The Yebisu International Festival for Art & Alternative Visions-ის ფარგლებში გაიმართა. „მიტოვებული სოფელი" არის პირველი ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც ტოკიოს ფოტოგრაფიის ხელოვნების მუზეუმში აჩვენეს. ნამუშევარმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.
გარდა ამისა, 2021 წლის ივლისში ფილმმა პარიზის საერთაშორისო ანიმაციურ კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. ასევე 2021 წლის დეკემბერში ფილმი სარდინიის (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოეს.
ქართულმა ანიმაციამ „მიტოვებული სოფელი" სარდინიის კინოფესტივალზე ჯილდო დაიმსახურა>>
ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია და ის იმ ადამიანის მეტაფორას წარმოადგენს, რომელმაც დაივიწყა სიყვარული. ფილმში წარმოდგენილია უსიყვარულობის შედეგად განადგურებამდე მისული სამყარო.
„მიტოვებული სოფელი" კინოსტუდია „კვალი XXI“-ის, კინოცენტრ „ქართული ფილმი – აფხაზეთისა" და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ერთობლივი ძალებით 2018 წელს არის გადაღებული.
ყველა ახალი ამბავი
0