https://sputnik-georgia.com/20220405/kanioningi-kapnistavshi-acharashi-axali-turistuli-mimartuleba-gachndeba-265764562.html
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი გაჩნდება
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი გაჩნდება
Sputnik საქართველო
საქართველოში კანიონინგის პოპულარიზება დაიწყო – აჭარაში ტურიზმის ამ ექსტრემალური სახეობისთვის უკვე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. 05.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-05T19:11+0400
2022-04-05T19:11+0400
2022-04-05T22:39+0400
საქართველო
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/05/265762864_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_1f287a3b1712e567bc3e792ceec0634a.jpg
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სოფელ კაპნისთავში კანიონინგისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კანიონინგი – ესაა კანიონების გადალახვა მცურავი საშულებების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით: კლდეზე ცოცვა, თოკით დაშვება, წყალში ხტომა, ცურვა და სხვ.კანიონინგის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კაპნისთავი კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება იქნება, სადაც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩანჩქერებზე დაშვებასა და ლაშქრობას შეძლებენ.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია. სოფელთან ათამდე სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 35 მეტრის სიმაღლისაა.კანიონინგის პირველი მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში 2020 წელს მოაწყო, სადაც 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და ულამაზეს ხეობაში მდებარე 1,5 კმ სიგრძის კანიონია.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/05/265762864_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_9e6ae7d36e6c3fda59a12f489f7cb518.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტი გაჩნდება
19:11 05.04.2022 (განახლებულია: 22:39 05.04.2022) საქართველოში კანიონინგის პოპულარიზება დაიწყო – აჭარაში ტურიზმის ამ ექსტრემალური სახეობისთვის უკვე იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო სოფელ კაპნისთავში კანიონინგისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანიონინგი – ესაა კანიონების გადალახვა მცურავი საშულებების გარეშე, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით: კლდეზე ცოცვა, თოკით დაშვება, წყალში ხტომა, ცურვა და სხვ.
კანიონინგის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კაპნისთავი კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება იქნება, სადაც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩანჩქერებზე დაშვებასა და ლაშქრობას შეძლებენ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია. სოფელთან ათამდე სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 35 მეტრის სიმაღლისაა.
კანიონინგის პირველი მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში 2020 წელს მოაწყო, სადაც 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და ულამაზეს ხეობაში მდებარე 1,5 კმ სიგრძის კანიონია.