Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დაკავებულია კოვიდზე 87-ჯერ აცრილი მამაკაცი: პოლიციამ გამოძიება დაიწყო

© AP Photo / Nam Y. Huh
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2022
გამოწერა
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გერმანიის პოლიციამ მაგდებურგის მკვიდრი 60 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე SARS-CoV-2-ზე დაახლოებით 90-ჯერ აიცრა ვაქცინაციის სხვადასხვა ცენტრში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო dpa.
კრიმინალური პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, გამოძიება საბუთების გაყალბებისა და ვაქცინაციის სერტიფიკატების უკანონოდ გაცემის ბრალდებით მიმდინარეობს. სამართალდამცველებს ეჭვი აქვთ, რომ მამაკაცი სხვათა ნაცვლად იცრებოდა და მათთვის ყალბ მოწმობებს ამზადებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყურადღება დრეზდენის ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრში მიიპყრო. გერმანიის წითელი ჯვრის თანამშრომლებმა სხვა ცენტრებსაც აცნობეს უჩვეულო ვიზიტორის შესახებ და სთხოვეს, გამოეძახებინათ პოლიცია, თუ მამაკაცი ვაქცინაციისთვის მივიდოდა. მამაკაცი 2022 წლის მარტის დასაწყისში ამოიცნეს ეილენბურგის ვაქცინაციის ცენტრის თანამშრომლებმა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცი ყველგან ნამდვილი სახელითა და მისამართით რეგისტრირდებოდა. საქსონიის ვაქცინაციის ცენტრების მონაცემთა ბაზის მიხედვით, ის სულ 87-ჯერ აიცრა, თანაც სხვადასხვა ვაქცინით.
პაციენტის სახლში პოლიციამ ვაქცინაციის ბევრი ცარიელი პასპორტი იპოვა. სავარაუდოდ, მამაკაცი ყოველ ჯერზე ცვლიდა მათ ყდებს და ზედ მფლობელების სხვადასხვა სახელებს მიუთითებდა. შესაბამისად, ვაქცინის პარტიის ნომერი ყოველთვის რეალური იყო.
ყველა ახალი ამბავი
0