https://sputnik-georgia.com/20220404/arcevnebma-acvena-rom-mosaxleoba-xelisuflebas-uwers-mxars-265734190.html
არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას უჭერს მხარს - პაპუაშვილი
არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას უჭერს მხარს - პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
შაბათს პარლამენტის ერთ დეპუტატსა და ბათუმის საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევდნენ. 04.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-04T18:46+0400
2022-04-04T18:46+0400
2022-04-04T22:44+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261616815_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_48da39118fb045184aae47503aebf9d8.jpg
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. არჩევნებმა შაბათს აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოში 2 აპრილს ჩატარდა რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ორივე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აპრილს შუალედური არჩევნები ჩატარდა, ხალხისთვის ეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იყო.პაპუაშვილის განცხადებით, მათ მოსახლეობისგან მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს მთავრობის პოლიტიკას.წინასწარი მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იღებს ხმების 69,01%-ს, „ნაცმოძრაობის – 30,98%-ს.შუალედური არჩევნები საქართველოში: ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი>>რუსთავსა და გარდაბანში მმართველი პარტიის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო ხმების 90,61%, მამუკა ტუსკაძემ პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ – 6,95% და ქამალ მურადხანოვმა პარტიიდან „ერთობისა და განვითარების ქართული პარტია“ – 2,43%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261616815_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_0be1784742edad5bc14c848d491b1e1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას უჭერს მხარს - პაპუაშვილი
18:46 04.04.2022 (განახლებულია: 22:44 04.04.2022) შაბათს პარლამენტის ერთ დეპუტატსა და ბათუმის საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევდნენ.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. არჩევნებმა შაბათს აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში 2 აპრილს ჩატარდა რუსთავისა და გარდაბნის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ორივე შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ.
„2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიებისთვის, თუ რომელი პოლიტიკური ძალის პოლიტიკას უჭერს მხარს ქართველი ხალხი. ჩვენ ვნახეთ რამდენად დიდია ეს მხარდაჭერა“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აპრილს შუალედური არჩევნები ჩატარდა, ხალხისთვის ეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იყო.
პაპუაშვილის განცხადებით, მათ მოსახლეობისგან მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს მთავრობის პოლიტიკას.
წინასწარი მონაცემებით, ბათუმში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იღებს ხმების 69,01%-ს, „ნაცმოძრაობის – 30,98%-ს.
რუსთავსა და გარდაბანში მმართველი პარტიის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო ხმების 90,61%, მამუკა ტუსკაძემ პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ – 6,95% და ქამალ მურადხანოვმა პარტიიდან „ერთობისა და განვითარების ქართული პარტია“ – 2,43%.