შუალედური არჩევნები საქართველოში: ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი

© CEC of Georgiaცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2022
გამოწერა
ახალი ტექნოლოგიების წყალობით ბათუმში არჩევნების წინასწარი მონაცემების წარდგენა კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში გახდა შესაძლებელი.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე ბათუმში, რუსთავსა და გარდაბანში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები შეაჯამა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
2 აპრილს ამომრჩევლები ირჩევდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატსა და ბათუმის სათათბირო ორგანოს (საკრებულოს) მაჟორიტარ დეპუტატს.
„უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ასეთია შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ:
მათე ფუტკარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (№5) - 3244 ხმა - 30,98%;
რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ (№41) - 7225 ხმა - 69,01%;
რუსთავსა და გარდაბანში დათვლილია ყველა, 121-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები:
მამუკა ტუსკაძე „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ (№34) – 2634 ხმა- 6,95%;
ირაკლი შატაკიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ (№41) – 34.333 ხმა, 90,61%;
კამალ მურადხანოვი „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ (№59) - 923 ხმა, 2,43%.
წინასწარი შედეგების გარდა, ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რომლებიც პირველად იქნა გამოყენებული ბათუმში შუალედურ არჩევნებზე.
„სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გახდა შესაძლებელი, რომ ბათუმში შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები საზოგადოებას კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში გავაცანით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვისაც და ნებისმიერი ჩართული მხარისთვისაც”, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, ვინც საარჩევნო უბნებზე მივიდა და თავისი ნება გამოხატა, არჩევნების ყველა ორგანიზატორს, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებსა და მედიასაშუალებებს.
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. საერთო ჯამში, ბათუმში საარჩევნო კომისიებში 29 საჩივარი შევიდა, რუსთავსა და გარდაბანში - არც ერთი.
არჩევნებს აკვირდებოდა 278 პარტიის წარმომადგენელი, 1590 დამკვირვებელი 49 ადგილობრივი და 22 დამკვირვებელი 4 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
პროცესს აშუქებდა 16 მედიასაშუალების 679 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ყველა ახალი ამბავი
0