ყაზახეთში პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2022
გამოწერა
ეჭვმიტანილისთვის იარაღი ყაზახეთში ნაწილ-ნაწილ, პროფესიონალურად შენიღბული სახით იქნა შეტანილი
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ყაზახეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს უცხოური დაზვერვის აგენტი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოკაევის მკვლელობას გეგმავდა, იუწყება კვირას რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახური.
„2022 წლის 25 მარტს ქალაქ ნურ-სულთანში ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის კონტრდაზვერვამ დააკავა უცხოური დაზვერვის აგენტი, რესპუბლიკის მოქალაქე ა., რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტისა და ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა“, - ნათქვამია განცხადებაში, იუწყება Sputni-ყაზახეთი.
განმარტავენ, რომ ის პარალელურად გეგმავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას სპეცდანიშნულების და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ.
„გარდა ამისა, აგენტმა ა.-მ რესპუბლიკაში ანტირუსულ პროპაგანდას ეწეოდა და საზოგადოებაში რუსოფობიური შეხედულებების შესაქმნელად სოციალურ ქსელებში შესაბამის მასალებს აქვეყნებდა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.
წინასწარი გამოძიების დროს ყაზახეთის მოქალაქემ აღიარა, რომ ეს ქმედებები „უცხო სახელმწიფოს დავალებით და ინტერესებიდან გამომდინარე“ ჩაიდინა.
„ამჟამად ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი აწარმოებს გამოძიებას ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის მომზადება და დანაშაულის მცდელობა) და 255-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ტერორისტული აქტი)“, - იუწყება პრესსამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0