https://sputnik-georgia.com/20220403/premier-ministrma-qedasi-saxelmwifos-mxardawerit-seqmnili-sawarmo-moinaxula-video-265709106.html
პრემიერ-მინისტრმა ქედაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო მოინახულა - ვიდეო
პრემიერ-მინისტრმა ქედაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო მოინახულა - ვიდეო
Sputnik საქართველო
მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით, აღნიშნა ირაკლი... 03.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-03T16:01+0400
2022-04-03T16:01+0400
2022-04-03T16:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259966310_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ada16a14fe81aff33ea809bfec43fe03.jpg
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი" დაათვალიერა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.„კერკი" ხუთი სახის პროდუქციას - ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, ცუკატს და თხილეულს აწარმოებს. საწარმო 2021 წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამების, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრის, ასევე ევროკავშირის, USAID-ის და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით.საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 ათასი აშშ დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი.მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით.პრემიერ-მინისტრთან ერთად საწარმო დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.წყარო - მთავრობის პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259966310_117:0:1280:872_1920x0_80_0_0_1eb3539494e5b491a43a53b6243885bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
პრემიერ-მინისტრმა ქედაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო მოინახულა - ვიდეო
მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი" დაათვალიერა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
„კერკი" ხუთი სახის პროდუქციას - ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, ცუკატს და თხილეულს აწარმოებს. საწარმო 2021 წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამების, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრის, ასევე ევროკავშირის, USAID-ის და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით.
საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 ათასი აშშ დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი.
მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით.
პრემიერ-მინისტრთან ერთად საწარმო დაათვალიერეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.