https://sputnik-georgia.com/20220403/irakli-raribasvilma-qedasi-safutkre-meurneoba-moinaxula-265712989.html
ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში საფუტკრე მეურნეობა მოინახულა
ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში საფუტკრე მეურნეობა მოინახულა
Sputnik საქართველო
მეურნეობა 170 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსებით გაშენდა.
2022-04-03T20:45+0400
2022-04-03T20:45+0400
2022-04-03T20:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23369/53/233695373_0:68:1296:797_1920x0_80_0_0_3dd962133eee5ed2234c557cac52b0de.jpg
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში გორგაძეების ოჯახში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.გორგაძეების ოჯახმა შეღავათიანი აგროსესხით ისარგებლა და 170 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსებით საფუტკრე მეურნეობა გააშენა. ამ დროისთვის თემურ გორგაძეს მეურნეობაში 650 სკა აქვს და 10 ტონა თაფლს აწარმოებს. თაფლის რეალიზაციას მეწარმე საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.გორგაძეების ოჯახში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულია კომერციული ბანკები და სალიზინგო ორგანიზაციები.წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23369/53/233695373_72:0:1224:864_1920x0_80_0_0_5416b0c1d8d89a84fa65100b540805d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი ქედა საფუტკრე მეურნეობა
ირაკლი ღარიბაშვილი ქედა საფუტკრე მეურნეობა
ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში საფუტკრე მეურნეობა მოინახულა
მეურნეობა 170 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსებით გაშენდა.
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში გორგაძეების ოჯახში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
გორგაძეების ოჯახმა შეღავათიანი აგროსესხით ისარგებლა და 170 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსებით საფუტკრე მეურნეობა გააშენა. ამ დროისთვის თემურ გორგაძეს მეურნეობაში 650 სკა აქვს და 10 ტონა თაფლს აწარმოებს. თაფლის რეალიზაციას მეწარმე საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.
გორგაძეების ოჯახში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფერმერებისთვის მიზნობრივი კრედიტების დაბალი ტარიფით გაცემას უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულია კომერციული ბანკები და სალიზინგო ორგანიზაციები.