https://sputnik-georgia.com/20220401/sartavas-qucaze-avaria-dakavebuls-brali-waredgina-265682874.html
შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დეტალები: დაკავებულს ბრალი წარედგინა
შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დეტალები: დაკავებულს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T20:28+0400
2022-04-01T20:28+0400
2022-04-01T22:49+0400
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613590_0:323:3067:2048_1920x0_80_0_0_206b6808e1cbf81476ed997c938f2861.jpg
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი რვა წლის ბავშვს შარტავას ქუჩაზე 31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დაეჯახა. შედეგად მოზარდს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ექიმები ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან.გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადავიდა, რითაც დაარღვია მოძრაობის წესები, და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად BMW-ს მარკის ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ ბავშვს დაეჯახა.ბავშვს, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა, ფეხი მოკვეთეს>>ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დააკავეს.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613590_336:0:3067:2048_1920x0_80_0_0_73c41b9293fa887218282a9aee1e8540.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო
შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დეტალები: დაკავებულს ბრალი წარედგინა
20:28 01.04.2022 (განახლებულია: 22:49 01.04.2022) გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი რვა წლის ბავშვს შარტავას ქუჩაზე 31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დაეჯახა. შედეგად მოზარდს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ექიმები ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად ამ დრომდე იბრძვიან.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადავიდა, რითაც დაარღვია მოძრაობის წესები, და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად BMW-ს მარკის ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ ბავშვს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.