ბავშვს, რომელსაც შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა, ფეხი მოკვეთეს

© photo: Sputnikიაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2022
გამოწერა
ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია, ექიმები ბიჭის სიცოცხლისთვის იბრძვიან.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. რვა წლის ბიჭს, რომელიც შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავდა, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ინფორმაცია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ გაავრცელა.
მედიკოსების თქმით, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია, დასჭირდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს და ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს", – განაცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

ექიმები ბიჭის სიცოცხლისთვის იბრძვიან.
დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი რვა წლის ბავშვს თბილისში, შარტავას ქუჩაზე ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში დაეჯახა.
ავარიის დროს ბავშვი ტროტუარზე იდგა. დაშავებული მაშინვე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0