საქართველოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს - მდინარაძე

© Government of Georgia courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2022
გამოწერა
მდინარაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, არ გახდნენ „ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები“.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. უკრაინის მოვლენების ფონზე საქართველოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, განაცხადა ბრიფინგზე პარასკევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციის ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით არაერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ არ დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.
კობახიძე: საქართველო ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა>>
მდინარაძის თქმით, საქართველო ატარებს გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკას, რაც საბოლოოდ ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის საფუძველი გახდება.
„ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ მიზანმიმართულად ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რასაც მეორე მხრიდან ჰიბრიდული ომი უპირისპირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ნებსით თუ უნებლიეთ ჰიბრიდული ომის მონაწილე ხდებიან ქვეყანაში მყოფი ადამიანები, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
„ნუ გახდებით ამ ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები... რაც არ უნდა პროპაგანდა მიმდინარეობდეს შიდა ნიუსრუმებში თუ პარტიებში. თქვენ ეს უნდა შეძლოთ, თავს ზემოთ ძალა უნდა იპოვოთ, რომ ამ პროპაგანდის ნაწილი არ გახდეთ. თუ ამას შეძლებთ, ეს იქნება საქართველოსთვის გაკეთებული საქმე“, – აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0