https://sputnik-georgia.com/20220328/kobaxize-saqartvelo-teritoriuli-problemebis-msvidobiani-mogvarebis-momxrea-265561980.html
კობახიძე: საქართველო ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა
კობახიძე: საქართველო ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს სიტუაციის ესკალაციას ქვეყანაში, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 28.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-28T19:08+0400
2022-03-28T19:08+0400
2022-03-28T21:42+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319495_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_dad94d39d122afafb52de21b76b06652.jpg
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრის ერთგული რჩება და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციისკენ არის მიმართული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის მოწოდებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში შემავალი სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებითი ფრონტების გახსნა ძალიან დაეხმარებოდა უკრაინას. მეორე ფრონტის გახსნის მაგალითად კი მან, საქართველოს ტერიტორიების გარდა, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი მოიყვანა.დანილოვის განცხადება კობახიძემ ცოტა ხნის წინ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ვიზიტს დაუკავშირა.„რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.„ნაცმოძრაობის“ სხვა პროვოკაციებს შორის კობახიძემ დაასახელა აქციები მოწოდებებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები დაუწესოს, გაგზავნოს უკრაინაში თვითმფრინავი ქართველი მოხალისეებით, ასევე აღნიშნა დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსეთის მოქალაქეების მიმართ.რუსეთმა უკრაინაში თავისი ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციებს არ შეუერთდება, რადგან ეს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს. საქართველო ამავდროულად უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250319495_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_74d80837819ccee0c8c69cb690784805.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი
კობახიძე: საქართველო ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა
19:08 28.03.2022 (განახლებულია: 21:42 28.03.2022) საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს სიტუაციის ესკალაციას ქვეყანაში, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრის ერთგული რჩება და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციისკენ არის მიმართული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ასეთი კომენტარი გააკეთა კობახიძემ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის მოწოდებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სფეროში შემავალი სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე დამატებითი ფრონტების გახსნა ძალიან დაეხმარებოდა უკრაინას. მეორე ფრონტის გახსნის მაგალითად კი მან, საქართველოს ტერიტორიების გარდა, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი მოიყვანა.
კობახიძის განცხადებით, ამას „ჩვენ აღარ დავუშვებთ“. მან განმარტა, რომ ახალი ომი საქართველოს ისტორიაში უდიდესი, უპატიებელი დანაშაული იქნება.
დანილოვის განცხადება კობახიძემ ცოტა ხნის წინ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ვიზიტს დაუკავშირა.
„რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
„ნაცმოძრაობის“ სხვა პროვოკაციებს შორის კობახიძემ დაასახელა აქციები მოწოდებებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები დაუწესოს, გაგზავნოს უკრაინაში თვითმფრინავი ქართველი მოხალისეებით, ასევე აღნიშნა დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსეთის მოქალაქეების მიმართ.
„საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა. საქართველოში სამხედრო კონფლიქტის გადმოტანის მიზანს ემსახურება აგრეთვე „ომის პარტიის“ პირდაპირი თუ ირიბი საუბრები ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარაზე და მოწოდებები ომის გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.
რუსეთმა უკრაინაში თავისი ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციებს არ შეუერთდება, რადგან ეს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკას დააზარალებს. საქართველო ამავდროულად უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.