https://sputnik-georgia.com/20220401/saqartvelo-cost-wevri-gaxda-265685883.html
საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის წევრი გახდა
საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის წევრი გახდა
Sputnik საქართველო
COST – ერთ-ერთი უძველესი ევროპული ორგანიზაციაა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T22:26+0400
2022-04-01T22:26+0400
2022-04-01T23:23+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
საქართველო
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663388_0:317:2992:2000_1920x0_80_0_0_c5fe9c2577d73f85678900a47bb654dd.jpg
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) სრულუფლებიანი წევრი გახდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა COST-ში გაწევრიანება ყველა ქართველ მეცნიერს მიულოცა. მისი თქმით, ეს სტატუსი დიდი მიღწევაა, რომელიც მეცნიერებს ორგანიზაციის მომავლის ჩამოყალიბების პროცესში ჩართვის საშუალებას მისცემს.COST-ის ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ალენ ბერეცმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორგანიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის „ევროპული კვლევებისა და ინოვაციების ლანდშაფტში“ ინტეგრაციას.საქართველომ შესაბამისი განაცხადი ასოციაციაში 2022 წლის თებერვალში შეიტანა. 30–31 მარტს პარიზში ჩატარდა უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანებას.COST-ის ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1971 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპელ მკვლევრებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე მათი კვლევითი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციების ჩატარების, საზაფხულო სამეცნიერო სკოლების შეთავაზებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.COST-ის წევრია 38 სახელმწიფო. ასოციაცია აფინანსებს ფუნდამენტური ან გამოყენებითი კვლევების ქსელურ პროექტებს.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663388_325:0:2992:2000_1920x0_80_0_0_30dd25c1b093ccb1d7cade13e3439533.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, საქართველო, ევროპა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, საქართველო, ევროპა
საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის წევრი გახდა
22:26 01.04.2022 (განახლებულია: 23:23 01.04.2022) COST – ერთ-ერთი უძველესი ევროპული ორგანიზაციაა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) სრულუფლებიანი წევრი გახდა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა COST-ში გაწევრიანება ყველა ქართველ მეცნიერს მიულოცა. მისი თქმით, ეს სტატუსი დიდი მიღწევაა, რომელიც მეცნიერებს ორგანიზაციის მომავლის ჩამოყალიბების პროცესში ჩართვის საშუალებას მისცემს.
„მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ქართველ მკვლევრებსა და ინოვატორებს შესაძლებლობა ექნებათ, სრულად ისარგებლონ COST-ის მრავალფეროვანი ქსელური ინსტრუმენტებით, გააფართოვონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და უზრუნველყონ თავიანთი კვლევითი პროექტების საერთაშორისო წარმატება“, – განაცხადა ჩხენკელმა.
COST-ის ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ალენ ბერეცმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორგანიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის „ევროპული კვლევებისა და ინოვაციების ლანდშაფტში“ ინტეგრაციას.
საქართველომ შესაბამისი განაცხადი ასოციაციაში 2022 წლის თებერვალში შეიტანა. 30–31 მარტს პარიზში ჩატარდა უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა, რომელზეც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ასოციაციაში საქართველოს გაწევრიანებას.
COST-ის ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1971 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპელ მკვლევრებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე მათი კვლევითი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციების ჩატარების, საზაფხულო სამეცნიერო სკოლების შეთავაზებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.
COST-ის წევრია 38 სახელმწიფო. ასოციაცია აფინანსებს ფუნდამენტური ან გამოყენებითი კვლევების ქსელურ პროექტებს.