https://sputnik-georgia.com/20220401/rustavshi-gansaxlebis-msurveli-devnilebis-gancxadebebis-migeba-daiwyo-265664467.html
რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
Sputnik საქართველო
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს. 01.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-01T13:37+0400
2022-04-01T13:37+0400
2022-04-01T19:26+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151754_0:11:2283:1295_1920x0_80_0_0_074fd3e50b33dfe74b674a423712e270.jpg
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რუსთავში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.სააგენტოს ცნობით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის შეტანას ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში 1 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით პერიოდში შეძლებენ.ამასთან, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც და განაცხადის გაკეთება ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს რუსთავის ტერიტორიაზე უკვე გადაეცა 2 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც 800 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.
https://sputnik-georgia.com/20220325/soflad-saxli-devnilebis-sia-265493966.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/17/248151754_272:0:2012:1305_1920x0_80_0_0_9f63b652c3d2d384a718b76c5ebd8ee2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
13:37 01.04.2022 (განახლებულია: 19:26 01.04.2022) მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რუსთავში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის შეტანას ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში 1 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით პერიოდში შეძლებენ.
ამასთან, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც და განაცხადის გაკეთება ახლა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს რუსთავის ტერიტორიაზე უკვე გადაეცა 2 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც 800 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.