https://sputnik-georgia.com/20220325/soflad-saxli-devnilebis-sia-265493966.html
„სოფლად სახლი“ - გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სახლს შეუძენენ
„სოფლად სახლი“ - გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სახლს შეუძენენ
Sputnik საქართველო
„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 25.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-25T16:42+0400
2022-03-25T16:42+0400
2022-03-25T21:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23724/50/237245017_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_96b8815ace8ec81ce5c3570fd7962722.jpg
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფელში სახლს კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდის, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავად შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.სააგენტოს ცნობით, 2022-2024 წლებში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 5.000 ოჯახი განსახლდება.დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის შესაძენად გამოყოფილი თანხა გაიზარდა>>დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის, იხილეთ ბმულზე.დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.წყარო: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23724/50/237245017_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_d223413095250ee623c59a2461979267.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
„სოფლად სახლი“ - გამოქვეყნდა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სახლს შეუძენენ
16:42 25.03.2022 (განახლებულია: 21:22 25.03.2022) „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
თბილისი, 25 მარტი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფელში სახლს კიდევ 300-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდის, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი „სოფლად სახლი“ 2013 წლიდან მოქმედებს. ამ პროგრამის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად ირჩევს სახლს ნებისმიერი რეგიონის სოფელში, ხოლო სახელმწიფო ამ სახლის შესაძენად გარკვეულ თანხას გამოყოფს. თანხა ოჯახის სულადობაზეა დამოკიდებული.
ამჟამად ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 3 ათასი ლარი ემატება. შესაბამისად, 7-სულიან ოჯახს დევნილთა სააგენტო სახლს 40 ათას ლარად შეუსყიდის. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავად შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.
სააგენტოს ცნობით, 2022-2024 წლებში „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 5.000 ოჯახი განსახლდება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.
„სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის, იხილეთ
ბმულზე.
დღეისათვის საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 273,4 ათას ადამიანს აქვს მინიჭებული, ეს დაახლოებით 90 ათასი ოჯახია. სახელმწიფო ეტაპობრივად გადასცემს ბინებს ოჯახებს, თუმცა ბევრი მათგანი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.